საგარეჯოში, სოფელ უჯარმაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა.
ავარიის დროს საგარეჯოს საავადმყოფოში გადაყვანილი ხუთიდან ოთხი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ imedinews- ს საავადმყოფოს საოპერაციო განყოფილების უფროსმა, ალექსანდრე სართანიან განუცხადა. ექიმის განმარტებით, ერთ პაციენტს ქვედა კიდურზე სავარაუდოდ, ოპერაცია ჩაუტარდება, ხოლო ოთხი საჭირო სამედიცინო შემოწმების შემდეგ შეიძლება სახლში დღესვე გაწერონ. ა
დაშავებულები პანკისის ხეობიდან არიან. შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment