საგზაო მოძრაობის შესახებ ახალი
კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი ავარია
თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა.
პირველმა
არხმა სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია,
2017 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.
მონაცემების მიხედვით, თბილისში 702, ხოლო აჭარაში 184 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემდეგ მოდის იმერეთი, სადაც 178 შეჯახება მოხდა.
ავარიის
შედეგად ყველაზე მეტი ადამინაი დაიღუპა თბილისში, რაჭა/იმერეთსა და ქვემო
ქართლში. მხოლოდ თბილისში, 27 ავარიას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,
რაჭა-იმერეთში 24, ხოლო ქვემო ქართლში - 20.
ჯამში,
ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, საქართველოს მასშტაბით, 151 ადამიანი
გარდაიცვალა, - 2363 მოქალაქე დაშავდა მომხდარი 1641 შემთხვევის დროს.
1tv.ge
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment