Monday, October 9, 2017

ავიაკომპანია Air Berlin-ი რეისებს ოქტომბრის ბოლოდან შეწყვეტს

გერმანული ავიაკომპანია Air Berlin-ი რეისების შესრულებას როგორც მოსალოდნელია არაუგვიანეს 28 ოქტომბერს შეწყვეტს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი
რაც შეეხება Air Berlin-ის შვილობილ კომოანიებს: ავსტრიულ Niki-სა და გერმანულ LGW-ს, ისინი რეისების შესრულებას გააგრძელებენ.
ავიაკომპანია Air Berlin-მა გაკოტრების შესახებ აგვისტოში განაცხადა. Air Berlin-ი მგზავრების გადაყვანის მოცულობით, გერმანიის კომპანიებს შორის მეორე, ხოლო ევროპულ კომპანიებს შორის - მეშვიდე ადგილზეა. ის ფრენებს 150 მიმართულებით ასრულებს. კომპანიას ყოველ წელს, დაახლოებით 30 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment