შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ ესპანეთის ხელისუფლებას კატალონიელების არჩევნის პატივისცემისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Local-ი წერს.
გლაზგოში გამართულ პარტიულ ყრილობაზე შოტლანდიელმა ნაციონალისტებმა კატალონიის თვითგამორკვევის უფლების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს.
1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
კატალონიის მთავრობა აცხადებს, რომ რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეების 90%-მა მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment