Thursday, October 5, 2017

საუდის არაბეთში პირველი ქალი მძღოლი ავარიაში დაიღუპა

საუდის არაბეთის მოქალაქე ქალი ავტოავარიაში დაიღუპა. ეს იყო პირველი უბედური შემთხვევა მას შემდეგ, რაც ქალებს მანქანის მართვის უფლება მისცეს. ინფორმაციას Gulf News-ი ავრცელებს. ქალი მანქანის მართვას სწავლობდა, მას გვერდით ქმარი ეჯდა, რომელიც მას კონკრეტულ ინსტრუქციებს აძლევდა. ქალი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეუღლე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. 
26 სექტემბერს საუდის არაბეთის მეფემ ბრძანება გასცა, რომლის თანახმადაც 2018 წლის ივნისისთვის ქალებმა მართვის მოწმობის აღება უნდა შეძლონ. ამ დრომდე საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებს ავტომობოლის ტარება ეკრძალებათ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment