აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით, აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი რიჩარდ ბურმი ამბობს, რომ ამ საკითხზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად "უფრო მეტია სამუშაო". ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"კომიტეტი განაგრძობს ყველა მტკიცებულების გადამოწმებას, რათა გამოაშკარავოს შეთქმულება", - განაცხადა რიჩარდ ბურმმა და დასძინა, რომ ამ თემაზე ჯერ მყარი პასუხი არ აქვს.
4 ოქტომბერს სენატის დაზღვერის კომიტეტმა გამოძიების შესახებ პირველადი ანგარიში წარადგინა.
30 სექტემბერს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე თეთრი სახლის თანამშრომლები დაიკითხნენ.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა მაიკლ ფლინმა თანამდებობა 14 თებერვალს დატოვა. ფლინს პოსტის დატოვება რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან სატელეფონო საუბრის გამო მოუხდა, რის შესახებაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
მოგვიანებით მან ის რუსული კომპანიები დაასახელა, რომლებისგანაც ჰონორარები აიღო.
ფლინს ჩვენების სანაცვლოდ ხელშეუხებლობის იმუნიტეტს ითხოვდა. სენატის დაზვერვის კომიტეტმა მას უარი უთხრა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეში სპეციალურ პროკურორად, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი 16 მაისს დანიშნა.
აშშ რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პარტიის მონაცემთა ბაზის გატეხაში და ინფორმაციის WikiLeaks-ისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.
აშშ-ის კონგრესმა Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები კონგრესში მოსმენაზე დაიბარა. კონგრესს სოციალური ქსელების ხელმძღვანელებისგან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ სოციალურ ქსელებში წარმოებული სარეკლამო კამპანიების შესახებ სურს ინფორმაციის მიღება.
2 ოქტომბერს Facebook-მა საგამოძიებო უწყებებს 3000-მდე სარეკლამო კამპანიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ დაფინანსდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment