Tuesday, October 10, 2017

დავით როსტომაშვილის ყაჩაღობაში ბრალდებულები მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

დავით როსტომაშვილის ყაჩაღობაში ბრალდებულები მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრების გირაოს და პირადი თავდებობით გათავისუფლების შესახებ.
ამ შუამდგომლობისგან განსხვავებით, მოსამართლემ დაცვის მხარის ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ ქუთელიას გამამართლებელი მტკიცებულების საქმეზე დართვის მოთხოვნა დაუკმაყოფილა.
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ 4 თვის წინ შემთხვევის ადგილზე ქუთელია საერთოდ არ იმყოფებოდა და ამის დამადასტურებელ შესაბამისს ვიდეომასალაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა თბილისში და უკრაინაში აქვთ დანიშნული. ამ მტკიცებულების საქმეზე დაშვებას ეწინააღმდეგებოდა ბრალდების მხარე.
ბექა კირვალიძის დედა ყაჩაღობის მუხლის ცემის ბრალდებით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
ბექა კირვალიძე, რომელიც დაკავებიდან მალევე დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაიქცა, დღეს სასამართლო პროცესზე გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მოიყვანეს. ძებნილი 8 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ყაჩაღობის ბრალდებას არც ბექა კირვალიძე არ აღიარებს და ამბობს, რომ როსტომაშვილთან პირადი წყენა ჰქონდა და სცემა.
როსტომაშვილის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობისას კირვალიძე წინა ხელისუფლების დროს სასჯელს იხდიდა. კირვალიძის და ზურაბ ქუთელიას გარდა ამავე ბრალდებით დაკაბვებულია არტემ აგაჯანოვიც. მათი სასამართლო პროცესი 13 ოქტომბერს განახლდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment