Wednesday, October 4, 2017

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა თანამდებობა დატოვა


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა თანამდებობა დატოვა.  ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 
"ბევრი საინტერესო წელი, ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ემოცია, ბევრი წლის მერე დავემშვიდობე ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ენერგეტიკას ვერ დავტოვებ", - წერს მარიამ ვალიშვილი.
მარიამ ვალიშვილი 2008-2012წწ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე; 2012 წლიდან ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment