ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ორშაბათს დაგეგმილი სესია შეაჩერა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კატალონიის ავტონომიის რეგიონული მთავრობა ორშაბათს, საპარლამენტო სესიაზე დამოუკიდებლობის გამოცხადებას გეგმავდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი კი კატალონიის მეთაურს, კარლეს პუიჩდემონსმოუწოდებს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და რაც შეიძლება მალე თქვას უარი დამოუკიდებლობის გამოცხადების იდეაზე.
შეგახსნებთ, დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. მას არაკონსტიტუციურად აცხადებს ესპანეთის მთავრობა. კატალონიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,2 მილიონმა ადამიანმა მიიღო, უმრავლესობამ კი ხმა დამოუკიდებლობის გამოცხადების სასარგებლოდ მისცა.
1tv.ge
No comments:
Post a Comment