Wednesday, October 11, 2017

ზაზა კოლელიშვილი - ლიკა ქავჟარაძეს წუხელ ვესაუბრე, მითხრა, რომ გული აწუხებდა




მსახიობ ზაზა კოლელიშვილის განცხადებით, ლიკა ქავჟარაძე სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.

როგორც კოლელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქავჟარაძე მას ბოლოს წუხელ ესაუბრა და უთხრა, რომ გული აწუხებდა.

კოლელიშვილი ლიკა ქავჟარაძის თვითმკვლელობას გამორიცხავს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მსახიობთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა, რადგან უახლოეს მომავალში ერთად აპირებდნენ გამოფენის მოწყობას.

ამასთან, კოლელიშვილმა აღნიშნა, რომ ქავჟარაძე დიეტაზე იყო, რის გამოც თავს სუსტად გრძნობდა.
 
ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, იგი სახლში მარტო იმყოფებოდა.
გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 
1tv.ge
 

No comments:

Post a Comment