მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, და საყრდენმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, სანაკრებო კარიერა დაასრულეს.
ორივე მათგანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰოლანდიისა და ჩილეს ეროვნულმა ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვეს.
33 წლის "მფრინავმა ჰოლანდიელმა" შვედეთის ნაკრებს ამსტერდამში ორი ბურთი გაუტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და "ნარინჯისფრები" ჯგუფში ჩარჩნენ.
რაც შეეხება ჩილეს, ვიდალის გუნდმა ბრაზილიასთან სტუმრად წააგო და შესარჩევი ციკლი მე-6 ადგილზე დაასრულა. 30 წლის არტურომ სოციალურ ქსელში ქომაგებსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კარიერას ასრულებს.
ახლა არიენ რობენი და არტურო ვიდალი სრულიად მიუნხენურ გრანდზე იქნებიან კონცენტრირებული, ვინაიდან სანაკრებო თამაშები აღარ შეაწუხებთ.

imedinews.ge
No comments:
Post a Comment