თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში, ნატოს ”მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავღანეთში საქართველოდან 800-ზე მეტი სამხედრო იმყოფება და იგივე რაოდენობა იქნება მომავალშიც.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ალიანსის მისია ”მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში ნატო-ს კიდევ 1000 ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა", - ამის შესახებ ნატო-ში ქვეყნის ახალმა მუდმივმა წარმომადგენელმა კეი ბეილი ჰაჩისონმა განაცხადა.
”აშშ-ს ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ავღანეთში მისიის გასაძლიერებლად გასაგზავნი სამხედროების საერთო რიცხვი 3000 ამერიკელ და ნატო-ს 1000 ჯარისკაცს შეადგენს“, - აღნიშნა მან.
ამ დროისთვის, ავღანეთში ნატოს წევრი ქვეყნების ინსტრუქტორების და მრჩეველების კონტინგენტი 12 000 ადამიანს შეადგენს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment