საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ კიევის ცენტრში "თბილისობა" გახსნა.
უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ელჩი ეწვია ივანე კავალერიძის მუზეუმს, სადაც თანამედროვე ქართველი მხატვრის დავით ავალიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ასევე გაიმართა ქართული ღვინის კომპანიების მიერ ორგანიზებულ დეგუსტაცია, სადაც ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინო.
კიევში კონცერტიც გაიმართა, რომელშიც ქართულმა მუსიკალურმა ანსამბლმა "ალილომ" და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგია" შემოქმედებითმა კოლექტივმა მიიღო მონაწილოება
imedinews,ge
No comments:
Post a Comment