Sunday, October 8, 2017

ნეიმარმა უეფას "ბარსელონის" ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნა მოსთხოვა

"პსჟ-ს" თავდამსხმელმა ნეიმარმა, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (უეფა) ჩემპიონთა ლიგიდან მისი ყოფილი კლუბის, "ბარსელონის" მოხსნა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Metro ავრცელებს. 
გამოცემის წყაროს ცნობით, ბრაზილიელი იყო უკმაყოფილო იმით, რომ კატალონიურმა კლუბმა მას 2016 წელს გაფორმებული კონტრაქტისთვის, 26 მილიონი ევროს ოდენობის პრემია არ გადაუხადა. ადვოკატების რჩევით, ნაიმარმა უეფას მიმართა და სთხოვა, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგიდან მოეხსნათ, თუმცა ორგანიზაციამ ამაზე უარი უთხრა. 
ნეიმარის ხელფასი პსჟ-ში, თვეში 3 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ხდის. 
imedinews-ის მიერ მომზადებული თემა ნეიმარის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment