Sunday, October 8, 2017

ქუთაისლები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ

ქუთაისში ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, უკვე წლებია ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებულია, რის გამოც გადაადგილება უჭირთ.
ადგილობრივების პროტესტს ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი სამსონ გუგავა შეუერთდა. მისი თქმით, ასათიანის ქუჩაზე გადათხრილი გზის გამო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. გუგავა ხელისუფლებას რეაგირებისკენ და პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.
როგორც ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ აცხადებენ, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწესრიგებლად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გზის საფარიც დაიგება
imedinews.ge

No comments:

Post a Comment