ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში ჩასახლებულმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, შენობა ავარიულია, კედლები დაბზარულია და წვიმის დროს აწვიმთ.
"მერამდენე წელია მძიმე სოციალურ პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენი პატრონი არავინაა. ვითხოვთ ბინებით უზრუნველყოფას. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის, მანუჩარ ჩილაჩავას განმარტებით, შენობას ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ გადმოსცემია.
"შენობას ჩატარებული აქვს ექსპერტიზა. როგორც კი გადმოგვეცემა დასკვნა, ვნახავთ, საჭიროებენ თუ არა დევნილები სასწრაფოდ გადაყვანას სხვა შენობაში. ჩვენთვის ცნობილია რომ მათ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უწევთ ცხოვრება. როგორც სხვა დევნილების, ასევე ამ ოჯახების გადაყვანა მოხდება ბარამიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსებში,"- განაცხადა ჩილაჩავამ imedimews-თან სატელეფონო საუბრისას.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment