Saturday, October 7, 2017

ფეხბურთის ფედერაცია უელსის ნაკრებს და გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველო-უელსის მატჩის დაწყებამდე. სტუმრების ჰიმნის გაჟღერების დროს, ტექნიკური ხარვეზის გამო, ბოდიშს იხდის. ამასთან დაკავშირებით განცხადება ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.
“მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის საქართველო - უელსის დაწყებამდე, სტუმარი გუნდის ჰიმნის მიმდინარეობისას მომხდარი ტექნიკური ხარვეზის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბოდიშს უხდის უელსის ეროვნულ ნაკრებს, მის გულშემატკივრებსა და უელსის ფეხბურთის ასოციაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დაწყებამდე უელსის ეროვნული ჰიმნი შეწყდა. რომლის შემდეგაც დინამო არენაზე შეკრებილმა ბრიტანელმა გულშემატკივრება დაასრულეს.
შეხვედრა უელსის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment