Friday, October 6, 2017

მეცნიერებმა მულტივიტამინების მოულოდნელი თვისება აღმოაჩინეს

აშშ-ს დრექსილის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, მულტივიტამინების კომპლექსის მიღება ფეხმძიმეებს საშუალებას აძლევს ნაყოფში აუტიზმის განვითარების რისკი 30 %-ით შეამცირონ. ამ კვლევის მოკლე ვერსია EurekAlert-ზე ქვეყნდება.
კვლევაში შვედეთში მცხოვრებმა 250 ათასმა დედამ და მათმა შვილებმა მიიღეს მონაწილეობა, რომელთა ასაკი 4-15 წელი იყო
შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ოჯახებში, სადაც დედა ვიტამინებს იღებდა, აუტისტური სპექტრის წილმა, შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობებით, 0,26 პროცენტი შეადგინა (61 934 ბავშვიდან 158). ხოლო იმ ნაწილში, სადაც დედა ამ დანამატს არ იღებდა, ასეთი 0,48 პროცენტი იყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment