მიუნხენის"ბაიერნის“მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სეზონის ბოლომდე 72 წლის იუპ ჰაინკესი იმუშავებს. ამის შესახებ გერმანიის სპორტული გამოცემა „ბილდი“ იტყობინება.
ფეხბურთის გამოცდილი სპეციალისტი „რეკორდმაისტერში“ უკვე მეოთხედ ბრუნდება. აქამდე ის მიუნხენის საფეხბურთო გრანდში 1987-1991, 2009 და 2011-2013 წლებში მუშაობდა.
2013 წელს ჰაინკესმა „ბაიერნთან“ ერთად ისტორიულ წარმატებას მიაღწია და გუნდს, გერმანიის ბუნდესლიგა, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იუპ ჰაინკესი კარლო ანჩელოტის შეცვლის, რომელიც პსჟ-სთან დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ გაათავისუფლეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment