უელსის საფეხბურთო ნაკრები თბილისშია. დღეს კი ბრიტანელები ვარჯიშს დინამო არენაზე 19:30 საათზე გამართავენ.
უელსის ნაკრებს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი გარეთ ბეილი დააკლდება. სტატისტიკის მიხედვით კი ბეილის გარეშე უელსის ნაკრებს უკვე 4 წელია არ მოუგია.
საქართველოსა და უელსის დაპირისპირება 6 ოქტომბერს,"დინამო არენაზე"20:00 საათზე დაიწყება.
26 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ვებგვერდმა საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩზე თბილისში გამომგზავრების მსურველი თანამოქალაქეებისთვის რჩევები გამოაქვეყნა.
რჩევები შეეხებოდა როგორც თბილისის სატრანსპორტო სისტემას, ასევე მგზავრობის ტარიფებს, კრიმინალის დონეს და ფეხით სიარულთან დაკავშირებულ საფრთხეებს.
მოგვიანებით, ბრიტანეთის საელჩომ უელსის ქომაგებისთვის მიცემული რჩევების შესახებ განმარტება გააკეთა.
"გვსურს განვმარტოთ, რომ: ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაცია არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს. მისი მიზანია ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა. ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს.ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გავეცით პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს დაესწროს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩს 6 ოქტომბერს.ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ზოგადად თბილისში კრიმინალის დონე დაბალია.თბილისმა არაერთხელ წარმატებით უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და ამჯერადაც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატჩიც წარმატებით ჩაივლის. მოუთმენლად ველით უელსის გულშემატკივრების თბილისში ჩამოსვლას."- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment