ახალზელანდიელმა ბიოლოგმა ტომ სონდერსმა, მის მიერ აღმოჩენილი ბზიკების ჯიშს ლუციუს მალფოი - "ჰარი პოტერის" ერთ-ერთი ბოროტმოქმედის სახელი დაარქვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მეცნიერმა განმარტა, რომ ამით უნდოდა ბზიკის უვნებლობისთვის ხაზი გაესვა, რადგან საზოგადოება ბზიკების უმრავლესობას საშიშ მწერებად მიიჩნევს, თუმცა ეს ჯიში "არ იკბინება". "ისევე როგორც ვოლდემორის მხარდამჭერი ჯგუფისგან, მალფოის გამოყოფის შემდეგ ის შეიწყალეს, მე ადამიანებს ვთხოვ შეიწყალონ ბზიკებიც, რათა აღვადგინოთ მათი რეპუტაცია, როგორც ძალიან საენტერესო მწერის", - განაცხადა ბიოლოგმა.
ივნისში, პალეონტოლოგებმა ბირმულ ქარვაში, პრეისტორიული კრაზანების ნაშთი აღმოაჩინეს და ერთ-ერთს "ვარსკვლავის მტვერი", (Star Dust) დევიდ ბოუს პატივსაცემად შეარქვეს.
აპრილში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ზოოლოგმა სემი დე გრეივმა Synalpheus-ის ახალი ჯიშის კრევეტს, რომელიც პანამის წყლებში ბინადრობს, თავისი საყვარელი როკ-ჯგუფის Pink Floyd-ის სახელი დაარქვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment