Tuesday, October 10, 2017

კატალონიის ბარსელონას აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

კატალონიის "ბარსელონას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ სოლერმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. წასვლის მთავარ მიზეზად სოლერმა გადაღლილობა დაასახელა და კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ მისი მოთხოვნა გადადგომის თაობაზე, დააკმაყოფილა.
სოლერის მოვალეობებში სხვადასხვა საფეხბურთო პროექტების რეალიზაციის გარდა, "ბარსელონას" კალათბურთის, მინიფეხბურთის, ჰოკეისა და სპორტის სხვა სახეობების გუნდების სატრანსფერო საქმიანობის წარმოება შედიოდა. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გუნდის პრეზიდენტს არავინ დაუნიშნავს და მის უფლება-მოვალეობებს ამიერიდან "ბარსას" გენერალური დირექტორი, პეპ სეგურა შეითავსებს.
1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
კატალონიის მთავრობა აცხადებს, რომ რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეების 90%-მა მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment