Tuesday, October 10, 2017

ვაკის პარკში გავრცელებული ფაროსანა აზიური აღმოჩნდა

თბილისში, ვაკის პარკში გავრცელებული ფაროსანა აზიური აღმოჩნდა. 1 tv-ისინფორმაციით, უკვე ცნობილია ექსპერტიზის პასუხი, რომლის შესახებაც სურსათის ეროვნულ სააგენტოში დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამისი ზომების გასატარებლად მზად არის. ტერიტორია სპეციალური წამლით დამუშავდება.
აზიური ფაროსანა ვაკის პარკში გუშინ შენიშნეს. 
აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მავნებელი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებიდან სახლებში და საჯარო დაწესებულებებშიც გადავიდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment