გოგა ბითაძემ ბელგრადის „მეგა ბიმაქსში“ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და თავისიანებს გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. ბიმაქსელებმა მონტენეგროს გასული სეზონის ფინალისტ „მორნარს“ უმასპინძლეს და 91:70 დაამარცხეს.
ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 27:29 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. მორიგ მატჩს ბითაძის გუნდი 15 ოქტომბერს, შინ სლოვენიურ „ლიუბლიანასთან“ გამართავს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment