Sunday, October 8, 2017

სომხეთში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2 მედალი მოიპოვეს

სომხურ ვანაძორში დაწყებული „სტეპან სარგსიანის თასის“ საერთაშორისო გათამაშებაზე საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრებმა 2 მედალი მოიპოვეს.
ტურნირის ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე გახდა, რომელმაც 74 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში სომხეთის წარმომადგენელ ვარუჯან ქაჯოიანს ქულების აშკარა უპირატესობით 12-2 მოიგო, მანამდე კი, რუსი და სომეხი მეტოქეები დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი გიორგი ლობჟანიძემ მოიპოვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment