Sunday, October 8, 2017

აზიურმა ფაროსანამ სახლებიდან ნათესებში გადაინაცვლა

აზიურმა ფაროსანამ ტემპერატურის მატებასთან და კლიმატური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებსა და მასივებში გადაინაცვლა. მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალური ღონისძიებები გრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა მუშაობს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში იმ ლოკაციებზე, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება. ამასთან, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიების და ეზოების დამუშავება სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით, საცხოვრებელ სახლებში კი მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდების გამოყენება.
მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში შეიწამლა 110 ათას ჰექატრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment