ლასვეგასელი ქალი iPhone 7 Plus-მა სიკვდილს გადაარჩინა. 33 წლის ქალისთვის ნასროლი ტყვია ტელეფონის კორპუსში გაიჭედა. როგორც ლას-ვეგასის ადგილობრივი ტელეკომპანია KLAS-ი ავრცელებს ცნობას, ტყვია სმარტფონის უკანა მხარეს მოხვდა, რომელიც დაიმსხვრა და გაითიშა.
1 ოქტომბერს, საღამოს, ლას-ვეგასში ქანთრის მუსიკალურ ფესტივალზე, თავდამსხმელმა ღონისძიების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. დამნაშავე სასტუმროს და კაზინოს "მანდალაი ბეის" ნომერში, 32-ე სართულზე იყო და ფანჯრიდან ისროდა.
მსროლელი 64 წლის ამერიკელი სტივენ პედოკი აღმოჩნდა, რომელმაც პოლიციელების მისვლამდე თავი მოიკლა.
მან 58 ადამიანი მოკლა და 500-ზე მეტი დაჭრა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment