NASA-ს ზონდმა Mars Odyssey-მ მარსის ერთ-ერთი თანამგზავრის ფობოსის უნიკალური ფოტოები გადაიღო. როგორც NASA-ს ლაბორატორიაში განაცხადეს, ეს ფოტოები მეცნიერებს დაეხმარებათ გაიგონ, როდის დაიშლება თანამგზავრი და მტვერის გიგანტურ წრედ როდის გადაიქცევა.
ფოტოებზე ფობოსის მხოლოდ ერთი ნაწილია ნაჩვენები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თანამგზავრის ზედაპირი სხივების ზემოქმედებისგან სწრაფად ცხელდება - ეს იმის ნიშანია, რომ ის მტვერის ან ქვიშის დიდი ფენითაა დაფარული.
მარსის გარშემო ორი თანამგზავრი მოძრაობს - ფობოსი და დეიმოსი. მეცნიერების ვარაუდოთ, ფობოსი მარსს 20-40 მილიონი წლის შემდეგ დაეჯახება, რის შედეგადაც წარმოიქმნება მტვერის წრე, მეორე დეიმოსი კი მარსს მოშორდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment