Saturday, October 7, 2017

ბათუმში დამნაშავემ ძმა და ბიზნეს პარტნიორი დაჭრა

ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე რამაზ ხიმშიაშვილია, რომლის დაკავების გამოც ბათუმის ცნობილი მოვლენები და აქციები დაიწყო. მან საკუთარი ძმა და ბიზნეს პარტნიორი დაჭრა. დაზარალებულები სამშენებლო კომპანია "რეალ პალასის" დამფუძნებლები არიან. ინციდენტი მათ ოფისში მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივეს ცეცხლნასროლი ჭრილობები ბარძაყის არეში აქვთ მიყენებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულის მოტივი უცნობია. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დამნაშავე უკვე დაკავებულია, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმდე დაზიანებას გულისხმობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment