Pages
▼
Thursday, November 30, 2017
ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმერეთის რეგიონში, ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულია 15 ერთეული ყალბი 100 ლარიანი კუპიურა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.
ipn.ge
ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სახის არეში დაჭრა
ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცის მიერ ყოფილი მეუღლის დაჭრის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარების,მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში.
გუშინ საღამოს, ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სახის არეში დაჭრა. როგორც ადგილზე ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ლუბლიანას #11-ში მამაკაცი იარაღით ემუქრებოდა ქალბატონს, რის გამოც გამოიძახეს პატრული. მამაკაცმა კი პატრულს ცეცხლი გაუხსნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეირაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე - 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.
ipn.ge
კახა კალაძე - მარიხუანას მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწევა კარგია
მარიხუანას მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწევა კარგია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დედაქალქის მერის თქმით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება და ამ პროცესში ახალგაზრდობის მაქსიმალურად ჩართვა. კალაძის განცხადებითვე, ის პირადად იქნება ჩართული ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაში.
„მარიხუანას მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მოწევა კარგია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც შიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული ამ ყველაფერში და მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც პროპაგანდას გაუწევს ჯანსაღ ცხოვრებას. მჯერა, რომ ბევრი ახალგაზრდა ამყვება ამ ყველაფერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ipn.ge
რომელ უმაღლესს ჰყავს ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები სტიპენდიანტი სტუდენტი 2017-18 სასწავლო წელს
2017–2018 სასწავლო წლის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული სტუდენტები სახელმწიფო სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით ყოველთვიურად იღებენ.
2017 წელს პროგრამის “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” საერთო ბიუჯეტმა 4 მილიონ 100 000 ლარი შეადგინა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროგრამაში ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, ოქტომრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გამოყოფილი ასიგნებები წარმოადგინა.
ინფორმაციის თანახმად და კონკრეტულ სასწავლებლებში სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით, 2017–2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გამოიკვეთა ყველაზე მეტი წარჩინებული/ სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა უმაღლესების მიხედვით. პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:
სტიპენდიანტთა რაოდენობა 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 787 სტიპენდიანტი;
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 616 სტიპენდიანტი;
3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 545 სტიპენდიანტი;
4. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 275 სტიპენდიანტი;
5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 199 სტიპენდიანტი.
იხილეთ ცხრილი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაცემების შესახებ
edu.aris.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია
პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია. ომბუდსმენის თანამდებობა 5-წლის ვადით ნინო ლომჯარიამ დაიკავა, რომელიც პარლამენტს უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა შესთავაზეს. ლომჯარიას არჩევა 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მოხდა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სახალხო დამცვლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პარლამენტს ფრაქციამ ”საქართველოს პატრიოტები” შესთავაზა. მათი მხრიდან წარდგენილ გიორგი ფოფხაძეს 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ფოფხაძის კანდიდატურის წინააღმდეგ 27-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ipn.ge
"ამჟამად გარემოში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ამჟამად გარემოში ცირკულირებს სამი ტიპის - პარაგრიპის, ადენოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვირუსების ცირკულაცია დაბალია და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოუტანია.
ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ დარეგისტრირებულა.
"ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციებით ავადობა მატულობს. ამჟამად საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ არის რეგისტრირებული, ევროპის რეგიონში გრიპის ვირუსების აქტივობა რჩება დაბალი, თუმცა ველოდებით, რომ გამოჩნდება გრიპის
ვირუსი და მოიმატებს გრიპით ავადობა. ამის პარალელურად, ამ ეტაპზე სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. გასული კვირის მონაცემებით, სულ ცოტა 3 ტიპის ვირუსი ფიქსირდება", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ზახაშვილი გრიპის ან სხვა ვირუსული დაავადებების პრევენციისთვის მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.
პირველ რიგში, ხათუნა ზახაშვილი, მოსახლეობას იმუნიზაციის ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს. გარდა ამისა, მისი რჩევაა, ვირუსის მატარებელი ადამიანი მოერიდოს ვირუსის გავრცელებას და თავი შეიკავოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლისგან. ასევე, რეკომენდებულია, ხელების ხშირი დაბანა, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების განიავება და სველი წესით დასუფთავება.
"გრიპის პრევენციისთვის ჩვენი რეკომენდაციაა იმუნიზაციის ჩატარება, რადგანაც გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანს იცავს მაღალი ავადობისგან, მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან და იცავს გრიპის ძალიან მძიმე გართულებისგან, რაც ლეტალობაში გამოიხატება. ვაქცინას ეს თვისება აქვს და განსაკუთრებით რეკომენდებულია, გრიპის გართულების რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის. ჯერ კიდევ კარგი პერიოდია, რომ ჩატარდეს გრიპის ვაქცინაცია, ის იქონიებს პროფილაქტიკურ შედეგს და აცრილი ადამიანები ან არ დაავადდებიან, ან თუ დაავადდებიან, მათი სიცოცხლისთვის სახიფათო არ იქნება.
ამჟამად გარემოში ცირკულირებს სამი ტიპის - პარაგრიპის, ადენოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვირუსების ცირკულაცია დაბალია და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოუტანია.
ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ დარეგისტრირებულა.
"ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციებით ავადობა მატულობს. ამჟამად საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ არის რეგისტრირებული, ევროპის რეგიონში გრიპის ვირუსების აქტივობა რჩება დაბალი, თუმცა ველოდებით, რომ გამოჩნდება გრიპის
-0:10
ზახაშვილი გრიპის ან სხვა ვირუსული დაავადებების პრევენციისთვის მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.
პირველ რიგში, ხათუნა ზახაშვილი, მოსახლეობას იმუნიზაციის ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს. გარდა ამისა, მისი რჩევაა, ვირუსის მატარებელი ადამიანი მოერიდოს ვირუსის გავრცელებას და თავი შეიკავოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლისგან. ასევე, რეკომენდებულია, ხელების ხშირი დაბანა, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების განიავება და სველი წესით დასუფთავება.
"გრიპის პრევენციისთვის ჩვენი რეკომენდაციაა იმუნიზაციის ჩატარება, რადგანაც გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანს იცავს მაღალი ავადობისგან, მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან და იცავს გრიპის ძალიან მძიმე გართულებისგან, რაც ლეტალობაში გამოიხატება. ვაქცინას ეს თვისება აქვს და განსაკუთრებით რეკომენდებულია, გრიპის გართულების რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის. ჯერ კიდევ კარგი პერიოდია, რომ ჩატარდეს გრიპის ვაქცინაცია, ის იქონიებს პროფილაქტიკურ შედეგს და აცრილი ადამიანები ან არ დაავადდებიან, ან თუ დაავადდებიან, მათი სიცოცხლისთვის სახიფათო არ იქნება.
ambebi.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 50 პირი დააკავეს
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს, თურქეთის 11 პროვინციაში 50 პირი დააკავეს. ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე არიან სახემდრო პირები. 66 პირის დაკავებაზე ორდერები ესკიშეჰირის პროვინციის პროკურატურამ გასცა.
29 ნოემბერს თურქეთის სასამართლომ 2016 წლის 15 ივლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 28 სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას. მოძრაობა "ჰიზმეტის" ლიდერი ბრალდებას უარყოფს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ფოთის პორტით იტალიელ ბიზნესმენთა ჯგუფი დაინტერესდა
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ფოთის პორტით იტალიელ ბიზნესმენთა ჯგუფი დაინტერესდა. მათ დღეს პორტი დაათვალიერეს და ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ.
მათთან ერთად არის ქალაქ ვენეციის პორტ მარგერას ხელმძღვანელიც, რომელმაც ამ ჯგუფთან ერთად მონაწილეობა აბრეშუმის გზის ფორუმშიც მიიღო.
ბიზნესმენები აპირებენ ფოთის პორტში ტვირთნაკადის შემოსვლის გაზრდას შეუწყონ ხელი. ასევე მზად არიან განახორციელონ 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, კერძოდ, პორტში შეიქმნას ახალი ტერმინალი, სადაც დიდ გემებს და მოეწყობა მეტად ტევადი სასაწყობო მეურნეობა მოწყობა მხოლოდ ნაყარი ტვირთებისთვის.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემაზე მსჯელობენ
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ 1tv წერს.
არსებული ინფორმაციით, გორში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 1221-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდება 480 დევნილი ოჯახი, რომელსაც გორში 8 ახალ აშენებულ კორპუსში ბინები გადაეცემა. 480 ბინიდან 160-ერთოთახიანია, 240 - ოროთახიანი, 80 კი სამოთახიანი.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლება სამი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა; 2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით; 3.კრიტერიუმების შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლება
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საკონსტიტუციომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას დაუჭირა მხარი
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა. ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.
საკონსტიტუციოში სარჩელი პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩს" ჰქონდა შეტანილი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა.
"მოსარჩელის განმარტებით, მარიხუანის მოხმარება შეიძლება მოხდეს როგორც სამედიცინო, ასევე გართობის მიზნით. პირის უფლება საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისთვის მისაღები ფორმა და საშუალება, დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ჩარევისგან აბსოლუტურად დაცული სფეროთი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.
მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს", - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სარჩელის განხილვა 2016 წლის 4 მარტს დაიწყო. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავდა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქსტატის მონაცემებით, ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყნის მასშტაბით ავტოტრანსპორტის მიერ ატმოსფეროში გაფრქვეული მავნე ნივთიერებები სტატისტიკას აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, 2015 წელს ავტოტრანსპორტის მიერ ატმოსფეროში 93.8 ათასი ტონა ნახშირჟანგი (CO) გაიფრქვა, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 91.1 ტონა იყო.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
იმავე წელს, იგივე მიზეზით ატმოსფეროში 25.8 ათასი ტონა აზოტის დიოქსიდი (NO2) მოხვდა, 2014-ში ეს მაჩვენებელი 23.5 ტონა იყო. რაც შეეხება მყარ ნაწილაკებს, ავტომობილების მიზეზით ატმოსფეროში 1.4 ათასი ტონა PM10 და 1.2 ათასი ტონა PM2.5-სახეობის მყარი ნაწილაკი მოხვდა, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს შესაბამისად 0,2 ათასი და 0,1 ათასი ტონით აღემატება. 0.2 ათასი ტონიდან 0.3 ათას ტონამდე გაიზარდა გოგირდის დიოქსიდის მაჩვენებელი, რაც ატმოსფეროში ავტომობილების მიზეზით მოხვდა.
2016 წლის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა.
1tv.ge
ავტოსაგზაო შემთხვევა დიდუბეში მსხვერპლით დასრულდა [ვიდეო]
თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
1tv.ge
რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს საქართველოდან შენგენის ზონაში და სად არღვევენ ყველაზე ხშირად ქართველები უვიზო რეჟიმს
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, ბოლო რვა თვეში, ანუ მას შემდეგ რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა(28 მარტიდან), შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 379 მოქალაქეს ეთქვა. აქედან ყველაზე მეტჯერ უარი საქართველოს მოქალაქეებმა იტალიისგან, პოლონეთისგან და საბერძნეთისგან მიიღეს. შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.
მონაცემები მოცემულია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან - 28 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შენგენის ზონაში მოგზაურობის საერთო რაოდენობამ შეადგინა - 165 059 ერთეული. პირების რაოდენობამ, რომლებმაც
სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა - 10 330 პირი შეადგინა. მონაცემები მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში ავიარეისების მონაცემებს.
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტულ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის ფაქტების სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:
იტალია - 77, პოლონეთი - 61, საბერძნეთი - 57, კვიპროსი - 51, უნგრეთი - 38, გერმანია - 30, ლიტვა - 25, ნიდერლანდები - 12, ბელგია - 9, საფრანგეთი - 7, შვედეთი - 3, დანია - 2, ესტონეთი - 2, შვეიცარია - 2, ფინეთი - 2 და ესპანეთი -1.
რაც შეეხება, იმ პირების რაოდენობას, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, 10 330-ს შეადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დარღვევები ყველაზე ხშირად გერმანიაში, საბერძნეთსა და პოლონეთში ფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია: გერმანია - საქართველოს 3008 მოქალაქე , საბერძნეთი - 2926 მოქალაქე, პოლონეთი - 1249, იტალია - 1197, უნგრეთი - 713, კვიპროსი - 286, ლიტვა - 239, ლატვია - 176, ავსტრია - 138, ნიდერლანდები - 138, ესპანეთი - 43, საფრანგეთი - 39, ჩეხეთი - 32, ესტონეთი - 12, ბელგია - 10, შვეიცარია - 8, დანია - 6, შვედეთი - 4, რუმინეთი - 2, ფინეთი - 2, ბულგარეთი - 1, პორტუგალია -1. რაც შეეხება დანარჩენ 97 შემთხვევას, შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა სავარაუდოდ დაარღვიეს, დაკონკრეტებული არ არის.

მესტიაში კაცი ცემისგან გარდაიცვალა
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 70 წლის კაცი ცემისგან გარდაიცვალა. როგორც ლენჯერის გამგებელმა ვლადიმერ ფილფანმა imedinews -სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ნაცემი კაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს.
მესტიის საავადმყოფოს ცნობით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ზუგდიდში გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედა ექიმის დასჯას ითხოვს
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის წინ 19 წლის შოთიკო ცირგაიას დედა საპროტესტო აქციას მართავს. მისი მთავარი მოთხოვნაა დაისაჯოს ექიმი, რომელიც მის შვილს მკურნალობდა და არასწორი დიაგნოზი დაუსვა.
ცირგაიას ოჯახის წევრებმა აქცია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ეზოში რამდენჯერმე გამართეს. ისინი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მათი ცნობით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი ბინაზე გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის შემდეგ დამძიმდა, რის შემდეგაც პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ცირგაია გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ატლანტიკის ოკეანეში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ატლანტიკის ოკეანის ცენტრალურ ნაწილში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) იუწყება. მიწისძვრა დღეს დილით 06.32-ზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი ბრაზილიასა და დასავლეთ აფრიკის სანაპიროებს შორის, 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
1-3 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1–3 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს, ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, მთაში – თოვლი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +3+8 გრადუსი იქნება.
1–3 დეკემბერს თბილისში ძირითადად ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდელია წვიმა. ტემპერატურა +6 +8 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში დღეიდან გამოიდარებს და 4 დეკემბრამდე თბილი ამინდი იქნება. ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
Wednesday, November 29, 2017
ესპანური მედია - სპეცოპერაციის შედეგად ქართული მაფიის 23 წევრია დაკავებული
დღეს ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 23 პირია დაკავებული, - ამის შესახებ ესპანური მედია წერს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია 16 პირი.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში ასევე დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის კახაბერ შუშანაშვილის მეუღლე. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, ის დანაშაულებრივი ჯგუფის ე.წ. საერთო სალაროდან ყოველთვიურად 6 ათას ევროს იღებდა. აღსანიშნავია, რომ კახაბერ შუშანაშვილის მეუღლე 2010 წელსაც დააკავეს და მაშინ მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და კატალონიის პოლიციამ დღეს დილით ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. მადრიდსა და კატალონიის რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა მისამართებზე პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
ipn.ge