Friday, April 14, 2017

ასლან აბაშიძეს 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა

გავრცელებული ინფორმაციით, ასლან აბაშიძეს ვაჟიშვილი შეეძინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურის მესამე შვილი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიბადა, თუმცა, ინფორმაცია ახლა გავრცელდა.

ასლან აბაშიძე თითქმის 15 წელია მოსკოვში ცხოვრობს. ის 78 წლისაა. აბაშიძის პირველი მეუღლე მაგული გოგიტიძე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. პირველი ქორწინებიდან ასლან აბაშიძეს ორი შვილი - დიანა და გიორგი, ასევე შვილიშვილები ჰყავს. მეორე ცოლის ვინაობა უცნობია.

"პრესა.ჯი"

No comments:

Post a Comment