დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. პრეზიდენტის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს. ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებები მოისმინა და შეკითხვებს უპასუხა. საინფორმაციო კამპანია ,,კონსტიტუცია ყველასია’’ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარტის თვეში დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.
No comments:
Post a Comment