Wednesday, April 19, 2017

CERN - მასტერკლასები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

3 და 7 აპრილს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად უმასპინძლა CERN ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (ჟენევა, შვეიცარია) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მასტერკლასს ნაწილაკების ფიზიკაში.

მასტერკლასს კოორდინაცია გაუწია სტუ-ს ბირთვული ინჟინერიის ცენტრმა. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს ტექნიკური უნიერსიტეტის რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა,  IPPOG-ის (International Particle Physics Outreach Group) წარმომადგენელმა საქართველოდან ქეთევან მირზიაშვილმა, ATLAS ექსპერიმენტის ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი მინაშვილმა და  ALICE ექსპერიმენტის კოორდინატორმა ჰატზიფოტიადუ დესპინამ.

საერთაშორისო მასტერკლასი ნაწილაკების ფიზიკაში შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ცერნში მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აღმოაჩინონ ელემენტარული ნაწილაკების სამყარო. ასევე, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, შეხვდნენ მეცნიერებს, რომლებიც აწარმოებენ კვლევას ნაწილაკების ფიზიკაში და გაიცნონ თანამოაზრე ახალგაზრდები, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან.

ლექციებისა და პრაქტიკული სამუშაობის შედეგად მასტერკლასის მონაწილეებმა შეიმეცნეს ნაწილაკები და მათ შორის მიმდინარე პროცესები. ლექციები ჩატარდა მეცნიერების მიერ, რომლებიც ცერნში მუშაობენ და ლექციების ტემას წარმოადგენდა ნაწილაკების ფიზიკა, ცერნში მიდინარე ექსპერიმენტები და დეტექტორები. თეორიული კურსის შემდეგ, მასტერკლასის მონაწილეებმა დაამუშავეს ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ მონაცემები და აღმოაჩინეს სხვადასხვა ნაწილაკები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის პარალელურად, მასტერკლასები გაიმართა მსოფლიოს შემდეგ უნივერსიტეტებში: Brookhaven (ნიუ იორკი, აშშ), Czech Technical University (პარაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა),Rome Tor Vergata (რომი, იტალია), Dubrovnik (ზაგრები, ხორვატია), Istanbul-Ozyegin (სტამბული, თურქეთი).

ლექციებისა და პრაქტიკული სამუშაოების შემდეგ მოხდა ვიდეო ჩართვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემოაღნიშნულმა უნივერსიტეტებმა და ცერნის მოდერატორებმა. ჩატარდა მიღებული შედეგების ანალიზი და ერთმანეთთან შედარება, ასევე, მონაწილეებს საშუალება მიეცათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

დღის ბოლოს მასტერკლასის მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერთიფიკატები.

No comments:

Post a Comment