საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სტუ-ის
წარჩინებული სტუდენტებისთვის ჩატარდა საზაფხულო სკოლა თემაზე
„საკონსტიტუციო სამართალწარმოება“. სკოლა 20 ივლისს გაიხსნა და 25 ივლისს დაიხურა.
პროექტში მონაწილეობდა 14 სტუდენტი, რომლებსაც ლექციები ჩაუტარეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა,
სასამართლოს სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა და ტექნიკური
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.
No comments:
Post a Comment