შეფასებისა
და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის, საგრანტო
დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად
გთავაზობთ:
"საგრანტო დაფინანსებისთვის წელს გამოყოფილია 9 165 000 ლარი (შარშანდელზე 145 ათასი ლარით მეტი). გარდა ამისა, უფასო (სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ) საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა 1200-ზე მეტი ადგილი, შესაბამისად, წელს 5000-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, ამ პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში, საბაკალავრო პროგრამაზე ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისწავლოს. 2013 წელს სრული ან ნაწილობრივი გრანტი მიიღო 6642-მა აბიტურიენტმა. ამასთან, უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოყოფილი იყო 3795 ადგილი." - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ აქ. |
Tuesday, July 22, 2014
საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment