Wednesday, July 30, 2014

ერთიანი ეროვნული გამოცდები - აპელაცია

აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 4 აგვისტოს 10:00 საათიდან 8 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.ge და online.naec.ge შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 8 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური:

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:


1) საქართველოს ბანკის სერვის ცენტრები - 0,5 ლარი;
2) ვებგვერდზე ipay.ge - 1 ლარი;
3) "აიფეის" აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - 0.5 ლარი;
4) "საქართველოს ბანკის" თვითმომსახურების ტერმინალით - 1 ლარი (მომსახურება გააქტიურდება 5 აგვისტოდან);
5) საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - 1 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი. ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან უბრუნდება აპლიკანტს).
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აპლიკანტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს "შესვლა" და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას გამოცდების ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ).

საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს "გაგზავნა".
გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.


გაითვალისწინეთ, ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოთ განაცხადი.

განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).

განაცხადების მიღება შეწყდება 8 აგვისტოს 18:00 საათზე.

გისურვებთ წარმატებას!


ინფორმაცია განაცხადში ცვლილების შეტანის შესახებ

No comments:

Post a Comment