დამწყები მეწარმეებისთვის პროგრამირების არცოდნა დამატებით ბარიერებს ქმნის ისეთი მარტივი საქმეების გასაკეთებლად, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, ვებ-გვერდზე ცვლილებების შეტანა, პროდუქტის განვითარება და ა.შ. ამ დროს გიწევთ სხვისი დაქირავება, რაც საგრძნობლად ზრდის სტარტაპის ხარჯებს. ასევე მოუხერხებელია ინვესტორებთან, პოტენციურ პარტნიორებთან და თანამშრომლებთან დეტალების განხილვა მაშინ, როცა კარგად თავადაც ვერ ერკვევით.
დღეს სირთულეს აღარ წარმოადგენს ცოდნის შეძენა — უამრავი სასარგებლო უფასო რესურსი არსებობს, რომელსაც შეუძლია დამწყებიდან პროფესიონალ პროგრამისტად გაქციოთ.
1. Codecademy: უფასო პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს რამდენიმე ონლაინ გაკვეთილს ცოდნის სხვადასხვა დონის შესაბამისად და ასევე გვაწვდის სხვა სასარგებლო რესურსებს. აქ მოცემული გაკვეთილები საკმაოდ მარტივია და ადვილად გასაგები.
2. Treehouse: ადვილად გასაგები ინსტრუქციული ონლაინ ვიდეოების მეშვეობით Tree House ფართო სფექტრის პროგრამირების სერვისებს გვთავაზობს.
3. Udemy: ონლაინ საგანმანათლებლო ვებ-გვერდი Udemy პროგრამირების რამდენიმე კლასს გვთავაზობს. მათი ნაწილი ფასიანია, თუმცა სიახლეების გამოწერის შემთხვევაში ბევრი მათგანი ფასდაკლების კუპონებს გამოგიგზავნით მეილზე.
4. BlackGirlsCode.com-ის მიზანია დაეხმაროს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ენჯინერინგის და მათემატიკის პროფესიის აფრო-ამერიკული წარმოშობის გოგონებს წარმატების მიღწევაში.
5. CoderDojo.com-ს მოხალისეების მიერ ჩატარებული სესიებით, ახალგაზრდებს შეუძლიათ ისწავლონ პროგრამირება და ასევე მოუსმინონ ტექ-კომპანიების ტურებზე მიწვეულ სპიკერებს.
6. CodeSchool.com ონლაინ კურსების ფართო სპექტრი პროგრამირების სხვადასხვა ენაში, დიზაინსა და ვებ-დეველოპინგში.
7. ComputerClubhouse.org ყოველწლიურად 25,000-ზე მეტ დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდას ეხმარება ისწავლონ საკუთარი თავის კრეატიულად გამოხატვა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით.
8. GeneralAssemb.ly გვთავაზობს პროგრამირების კურსებს თავის კამპუსებში მსოფლიოს მასშტაბით. დამატებით მისი უფასო ონლაინ პლატფორმა გვასწავლის HTML, CSS და javascript-ს მარტივ ინტერფეისიანი გასართობი პროექტებით.
9. GirlDevelopIt.com: საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყველა ასაკის, რასის, შემოსავლის და განათლების დონის ქალბატონებს უტარებს ინსტრუქტაჟს და უწევს მენტორობას მობილური აპლიკაციების და ვებ-დეველოპმენტისთვის საჭირო უნარების შესაძენად.
10. GirlsWhoCode.com: სპეციალურად შექმნილია 13-17 წლის ასაკის გოგონებისთვის. გვერდის მიზანია გოგონების განათლება, ინსპირაცია და საჭირო უნარებით აღჭურვა, რათა შეძლონ თავიანთი ენჯინერინგ და ტექ-ოცნებების მიღწევა.
11. Udacity.com: Stanford University-ის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმა Udacity ერთ-ერთია უამრაცი საიტიდან, რომელიც უფასოდ გთავაზობთ საუნივერსიტეტო დონის კურსს — კომპიუტერული მეცნიერებების შესავალს.
ყველა მეწარმეს, განსაკუთრებით ახალ თაობას უნდა შეეძლოს კომპიუტერული პროგრამირების ენის გაგება.პროგრამირება მალე ისეთივე მნიშვნელოვანი უნარი გახდება, როგორიცაა — წერა და კითხვა. სანამ დაწყებით სკოლებში დაიწყებენ მისი საფუძვლების სწავლებას, ყველა ჩვენგანს შეუძლია ზემოთ მოცემული რესურსებით ისარგებლოს და ფეხი აუწყოს ტექ-განვითარების რიტმს.
წყარო: kaizenist.com; Entrepreneu;
No comments:
Post a Comment