საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის კვლევით სამუშაოებში მონაწილეობენ .
საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი ჩართულია ვარძის ამგები ქანების ფიზიკურ-მექანიკური
თვისებების და გეოქიმიური მახასიათებლების შესწავლის საქმეში.
ვარძიაში
სარესტავრაციო, კონსერვაცისა და გადაუდებელი დაცვითი სამუშაოები მიმდინარე წელს
მთავრობის დადგენილების შესაბამისად დაიწყო. ვარძიის გადარჩენის სახელმწიფო
პროგრამით დაწყებული სამუშაოების მიმდინარეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი ღარიბაშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და
ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქის მიტროპოლიტმა თეოდორემ შეაფასეს.
ვარძიის ქვაბულში განთავსებულ საველე შტაბში ისინი უშუალოდ გაეცნენ პროექტის
სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს და მოისმინეს ინფორმაცია მათ მიერ დაწყებული კვლევების
შესახებ.
შტაბის
სხდომაში მონაწილეობდნენ: კლაუდიო მარგოტინი – ჯგუფის ხელმძღვანელი, დანიელ
სპიციკინი – ინჟინერი, პაოლო ფრატანი – გეოლოგი, ჯედეონ ტოლიონი – ინჟინერი, ლუკა
ბენიტი – ინჟინერი, ლაზერული სკანირების ტექნოლოგი, მიხეილ ელაშვილი – ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერაბ გაფრინდაშვილი – გარემოს დაცვის ეროვნული საგენტო,
ბეჟან თუთბერიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნოდარ ფოფორაძე –
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ნანა კუპრაშვილი – ვარძის კედლის
მხატვრობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი – თბილისის სამხატვრო აკადემია.
No comments:
Post a Comment