Thursday, October 12, 2017

ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ


მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს შაბათს, 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.
პანაშვიდები მსახიობის სახლში, აბაშიძის 62 ნომერში 12 და 13 ოქტომბერს გაიმართება. შაბათს  კი, ლიკა ქავჟარაძეს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ.
ჯერ დაზუსტებული არ არის, სად დაკრძალავენ ცნობილ ქართველ მსახიობს. 
ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გუშინ გარდაცვლილი იპოვესოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. 
ქართველი მსახიობი 26 ოქტომბერს 58 წლის გახდებოდა. 
1tv.ge

No comments:

Post a Comment