Wednesday, October 11, 2017

ფინანსთა მინისტრი ამერიკელ კონგრესმენს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი კონგრესმენ ჯონ მოოლენაარს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
კონგრესმენმა ჯონ მოოლენაარმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერა გამოხატა.
ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რამდენიმე მნიშვნელოვან დისკუსიაში. აშშ-ში ქუმსიშვილი შეხვდება დონორებისა და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს და აშშ-ის კონგრესის წევრებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment