საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 41-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებებზე ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების საკითხზე ისაუბრეს და პროცესი შეაფასეს, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თანათავმჯდომარეებს მოუწოდეს მოინახულონ ცხინვალის რეგიონის განადგურებული ქართული სოფლები და სათანადოდ შეაფასონ პროცესი.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია, მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად დარეგისტრირების, ქართული გვარებისა და ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულების ფაქტები.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment