ესპანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც სიმსუქნის წინააღმდეგ სამკურნალოდ შეიძლება გამოიყენონ. ამის შესახებ კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა, სტატიას კი გამოცემა News Medical-ი აქვეყნებს.
სიმსუქნე ბოლო რამდენიმე ათეული წელია გლობალური პრობლემა გახდა, რომელიც 2,2 მილიარდ ადამიანს აწუხებს. მეცნიერებმა პაციენტების ცხიმოვანი ქსოვილის გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ნიმუშებში ცილა MKK6-ს ანომალიური რაოდენობა იყო. ეს შენაერთი სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად თეთრი ცხიმის ყავისფრად გარდაქმნას უშლის ხელს.
თეთრი ცხიმოვანი ქსოვილი ზედმეტი კალორიების მარაგს ინახავს და მისი დაგროვება გასუქებას იწვევს. ყავისფერი ქსოვილი კი ე.წ. კარგ ცხომად ითვლება, რომელიც მუდმივად იწვება.
კვლევებით, დადასტურებულია, რომ თაგვებს, რომლებსაც არ აქვთ MKK6, უფრო მეტი ყავისფერი ქსოვილი აქვთ და ზედმეტი წონა არ აწუხებთ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment