Pages

Wednesday, January 31, 2018

მგზავრების თქმით, უამინდობის გამო ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ხაშურშია გაჩერებული

თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი უამინდობის გამო ხაშურშია გაჩერებული და გზას ვერ ახერხებს. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი ინფორმაციას მატარებლის მგზავრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მგზავრი ამბობს, ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა მგზავრები ვარაუდობენ, რომ მატარებელი უამინდობის, კერძოდ კი წაქცეული ხის გამო გაჩერდა, რომელიც ლიანდაგს დაეცა. ამასთან ამბობენ, რომ ხაშურში ძლიერ თოვს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კვლევა: საქართველოს ნატოში გაწევრიანებას 41%, ევროკავშირში კი 45% უჭერს მხარს

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 41%, ევროკავშირში - 45%, ევრაზიულ კავშირში კი 19% უჭერს მხარს. ამის შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) კვლევაში წერია. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
კერძოდ, ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს 41%, 26% ნაწილობრივ უჭერს და ნაწილობრივ არ უჭერს, 20% კი წინააღმდეგია.
ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 45%, ნაწილობრივ უჭერს მხარს და ნაწილობრივ არ უჭერს მხარს 28%, ხოლო 14% წინააღმდეგია.
რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, გამოკითხულთა 19% მხარს უჭერს აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, 24% ნაწილობრივ მხარს უჭერს, ნაწილობრივ - არა, 38% კი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.
კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ბელარუსში, შესაძლოა, ქართული მაღაზია გაიხსნას

საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეოთხე შეხვედრა ერთობლივი პროტოკოლის ხელმოწერით დასრულდა. კომისიის სხდომას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი ხელმძღვანელობდნენ.
კომისიამ ორი ქვეყნის თანამშრომლობის პოტენციალი შემედგი მიმართულებებოთ განიხილა: ვაჭრობა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულება, ერთობლივი საწარმოების შექმნა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ბელარუსულ კომპანიასთან „მოგილევ ლივფტმაშთან“ ერთად შექმნილ ერთობლივ საწარმოზე, რომელიც ლიფტებს უკვე რამდენიმე თვეში გამოუშვებს.
კომისიის სხდომაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ბელარუსული პროდუქციის მაღაზიების გახსნის ფაქტს. ამჯერად, მიმდინარეობს მუშაობა ქართული მაღაზიის გახსნისა ბელარუსში. ამ საკითხზე ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ განაცხადა, რომ ბელარუსელ ხალხს არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, შეიძინოს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია.
განხილულ საკითხებს შორის იყო საკითხი ბელარუსში ქართული ღვინის მოცულობის გაზრდის შესახებ. 
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

დიდთოვლობის გამო, მაღალმთიანი აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა მაღალმთიან აჭარაში. სასწავლო პროცესი 50 სკოლასა (ხულო-33, შუახევი-17) და საბავშვო ბაღებში შეწყდა. 
ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენლი 2 ათასამდე აბონენტი. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: დიდაჭარა, ღორჯუმი, აგარა, ხიხაძირი და ვაშლოვანი.
მისივე თქმით, თოვლის საფარი დაბაში 70 სანტიმეტრს, სოფლებში კი ერთ მეტრს აჭარბებს, რის გამოც გზებზე გადაადგილება ყველა მიმართულებით გართულებულია.
ამ დროისთვის მხოლოდ ცენტრალური გზა იწმინდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

აშშ-მა წარუმატებელი სარაკეტო ცდა ჩაატარა

აშშ-მა წარუმატებელი სარაკეტო ცდა ჩაატარა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 
მედიაში გავრცელებული ცნობა პენტაგონში ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. სახელმწიფო მოხელეებმა CNN-ს განუმარტეს, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო სარაკეტო ცდის დადასტურებისგან თავს ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბული ურთიერთობების გამო იკავებს. 
როგორც CNN-ი იუწყება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ცდილობენ დაადგინონ თუ რა გახდა წარუმატებელი სარაკეტო ცდის მიზეზი. 
ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ბალისტიკური რაკეტა 28 ნოემბერს გამოსცადა. 
სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ორმხრივი დიალოგი 2017 წლის 9 იანვარს დაიწყო. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ფონდმა ,,ქართუმ" ბავშვთა რაგბის აკადემია ქუთაისს გადასცა


ფონდმა ,,ქართუმ" ქუთაისს ბავშვთა რაგბის აკადემია, ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები მფლობელობაში გადასცა. შეთანხმებას ფონდის წარმომადგენელმა, მერაბ აბდუშელიშვილმა და ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ მოაწერეს ხელი. 
პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარია, რომელიც სრულად ფონდმა ,,ქართუმ" დააფინანსა.
ქუთაისის მერის თქმით, რაგბის აკადემიის ფუნქციონირება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
,,მსგავსი აკადემია ქუთაისში არასდროს ყოფილა. ეს ხელს შეუწყობს ქუთაისში რაგბის პოპულარიზაციას"- თქვა ჭიღვარიამ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

2017 წელს მობილური ოპერატორების შემოსავალი 448.2 მილიონი ლარი იყო

2017 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა ჯამში 448,2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს (დღგ-ს და აქციზის გარეშე).  ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
არსებული მონაცემების მიხედვით, დეკემბერში მობილური ოპერატორების საცალო შემოსავლები 38,520,205.66 ლარი იყო.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, მობილური კომპანიების 12 თვის შემოსავლები შემდეგნაირია:
• მაგთიკომი - 206,8 მლნ ლარი 
• ჯეოსელი - 165 მლნ ლარი 
• ვიონი საქართველო (Beeline) – 74,6 მლნ ლარი 
• სილქნეტი - მილიონ 39 ათასი ლარი 
• ჯიმობაილი - 136 500 ათასი ლარი
დეკემბერში ყველაზე მეტი შემოსავალი მაგთიკომმა მიიღო - და17,820,197 ლარი. მეორე ადგილზეა ჯეოსელი 13,998,329 ლარით, ხოლო მესამეზე ბილაინი 6,618,117 ლარის შემოსავლით.
საქართველოში მობილურის 5 131 912 აბონენტია. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით:
• მაგთიკომი: 1,981,171
• ჯეოსელი: 1,783,236
• ბილაინი: 1,349,189
• სილქნეტი: 17,240
• ჯიმობაილი: 1,076
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

უზენაესმა სასამართლომ კორტების საქმეზე მსჯავრდებულების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო

უზენაესმა სასამართლომ კორტების საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ადვოკატების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. ადვოკატები 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც სააპელაციომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მსჯავრდებულების ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლო დიდი ალბათობით შეცვლის ქართული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რადგან, მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ ის პირები, რომლებმაც საქმეზე მსჯავრდებული პირების წინააღმდეგ ჩვენებებს იძლეოდნენ, ერთ საკანში იყვნენ მოთავსებულნი და შეთანხმებით ყვებოდნენ ამ ჩვენებებს.
საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4962 ლარია

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4962 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.4969 ლარი იყო. დოლარის ცვლილება ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0007 ლარია.
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1073 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1016 ლარი იყო. ევროს ცვლილება ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0027 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მედია: მოსკოვის ცენტრში სროლა იყო, არიან დაშავებულებიც


მოსკოვში, მეტროსადგურ „პაველეცკაიასთან“ მდებარე ბიზნესცენტრში სროლა იყო. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ რუსული მედია წერს,
„ადგილზე მიემართებიან საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფები. საგანგებო სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესცენტრში სროლა იყო, არიან დაშავებულებიც“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
imedinews.gehttps://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბელარუსს ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბელარუსში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერმინისტრს ანდრეი კობიაკოვს შეხვდება.
გარდა ამისა, პირველი ვიცეპრემიერი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის მუშაობაში, რომლის დასრულების შემდეგაც სხდომის პროტოკოლს მოეწერება ხელი. ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მიხაილ რუსის ერთობლივი ბრიფინგი ბელარუსის მედიისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის უნივერსიტეტში, კომპანიაში „მინსკ კრისტალი“, ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიულ პარკში „Великий Камень“, აგროგაერთიანება „ოზერნეცკი-აგროსა“ და აგროტურისტული კომპლექსი „თეთრი ლოსში“.
ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ვლადიმერ ვაშჩენკო და ბელარუსელი მაშველები დაჯილდოვდებიან ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გაწეული დახმარებისთვის. საქართველოში პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი 1 თებერვალს დაბრუნდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კახეთში ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაცია ჩატარდა

კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში უპატრონო ძაღლმა ადამიანები და პირუტყვი დაკბინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ ძაღლი ცოფიანი იყო.  სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა რისკის ზონაში ჩაატარეს იძულებითი ვაქცინაცია და შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა ძაღლის მიერ დაკბენილ და კონტაქტირებულ პირებს ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია ჩაუტარა  298 734 სულ ცხოველს, მათ შორისაა 279 690 სული ძაღლი/კატა და 19 044 სული მსხვილფეხა პირუტყვი.
ცოფი საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაკბენით, დადორბვლით ან დაკაწვრით. ცოფით ავადდება ადამიანიც. დროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქართულს ონლაინ-რეჟიმში შეასწავლიან

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ენის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულს ონლაინ-რეჟიმში ასწავლის. ინფორმაცის სააგენტო ipn ავრცელებს. როგორც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან არის საკვირაო სკოლები, ეს საკმარისი არ არის. "ჩვენ გვექნება ონლაინ რეჟიმში სწავლების კოორდინაცია, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ ქვეყანაში ჯგუფი შეიქმნას და მათ ქართული ენა კვალიფიციური სპეციალისტებისგან ისწავლონ“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
ალიბეგაშვილის განცხადებით, ამ ინიციატივას სავარაუდოდ სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა შესაძლებელია, ეს კომერციული საქმიანობის ნაწილი იყოს.
გარდა ამისა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 2018 წლის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდება.
საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს  ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი ალიბეგაშვილმა 27 ოქტომბერს დაიკავა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კვლევა: ბაყაყებს ქრომოსომების განახლების გენეტიკური მექანიზმი აქვთ

ლოზანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბაყაყებს ქრომოსომების განახლების გენეტიკური მექანიზმი აქვთ. ინფორმაციას Eurekalert-ი ავრცელებს. 
სამეცნიოერო ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბაყაყებს სქესის შეცვლა შეუძლიათ. მეცნიერებმა კვლევა 314 ბაყაყზე ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მამრ ბაყაყებს ორი X ქრომოსომა ჰქონდა და მხოლოდ ერთ მდედრს (54 ბააყიდან) Y ქრომოსომა აღმოაჩნდა. 
გაირკვა, რომ X და Y ქრომოსომებს რეკომბინაციის ფუნქცია გააჩნია. მეცნიერების მტკიცებით, "ახალგაზრდების ფანტანს" სხვა ამფიბიებში, თევზებსა და რეპტილიებშიც შეიძლება არსებობდნენ, რომელიც სქესის შეცვლას უზრუნველყოფს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

პირველად საქართველოში, ღვინის ეტიკეტზე ინფორმაციას ბრაილის შრიფტით დაიტანენ

საქართველოში ბრაილის შრიფტიანი ღვინის ეტიკეტიანი ბოთლები 1-ლი თებერვლიდან გაიყიდება. ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის სოფელს" ეკუთვნის. ღვინო კომპანია "ნავაზელმა ჩამოასხა. 
მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იყიდება ღვინო ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტით. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, ამ ინიციატივით, საქართველო პირველია. 
ჩამოსხმულია 880 ბოთლი ღვინო. ერთი ბოთლის ფასი 19 ლარი იქნება. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

Tuesday, January 30, 2018

სასულიერო პირი: მუსლიმ ქალებს ფეხბურთის ყურება სპორტსმენების შიშველი მუხლების გამო უნდა აეკრძალოთ


ინდოეთში, აზიის უდიდესი ისლამური სემინარიის, Darul Uloom-ის სასულიერო პირი, მუფტი ათარ კასმი ფიქრობს, რომ ქალებს ფეხბურთის ყურების უფლება არ უნდა ჰქქონდეს იმის გამო, რომ სტადიონზე სპორტსმენებს შიშველი მუხლები უჩანთ. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.
სასულიერო პირის თქმით, ეს მუსლიმთა რელიგიას ეწინააღმდეგება. 
მუფტი ათარ კასმიმ შესაბაამისი რელიგიური ბრძანებაც გამოაქვეყნა. 
ქალებს სტადიონებზე ფეხბურთის მატჩებზე დასწრების უფლება 12 იანვრიდან, საუდის არაბეთში, მიეცათ. მათთვის სტადიონებზე სპეციალური სექტორები გაიხსნა.
imedinews/ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ვარკეთილის მეტროში მომხდარ ფატზე გამოძიება დაიწყო

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ერთი სამართალდამცველია. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს მერია და ჯანდაცვის სამინისტრო გაიღებს.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

საუდის არაბეთის პრინცები პატიმრობიდან გაათავისუფლეს

დაპატიმრებული საუდის არაბეთის პრინცები 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან გაათავისუფლეს. ინფორმაცის Fox News-ი ავრცელებს. 
გამოცემის ცნობით, სასტუმრო მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს. აღსანიშნავია, რომ დაპატიმრებები კორუფციასთან მასშტაბური ბრძოლის ფარგლებში მოხდა, რომელსაც სათავეში ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი ედგა. 
მანამდე, 27 იანვარს საუდის არაბეთის მილიარდერი პრინცი ალ-ვალიდ იბნ თალილი ორთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლეს. როგორც პრინცი აცხადებდა, ის სასტუმროში თავს კომფორტულად გრძნობდა და ვეგეტარიანულადაც იკვებებოდა.  
5 ნოემბერს, საუდის არაბეთში თერთმეტი პრინცი, ოთხი მოქმედი და ათობით ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს. მათი დაკავების გადაწყვეტილება ეროვნულმა ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მიიღო, რომელსაც კრონ-პრინცი მუჰამედ ბინ-სალმანი ხელმძღვანელობს. ამ უწყებას გამოძიების, დაკავების, თვალთვალის და იმ კერძო პირების პირადი ანგარიშების დაყადაღების უფლება აქვს, რომლებიც ფინანსურ მაქინაციებში არიან ეჭვმიტანილნი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ბაღდათში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში სკოლის მოსწავლის გარდაცვალების ფაქტს იძიებენ.14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გოგო საკუთარ სახლში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს.შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კობახიძე: რაც გირგვლიანის წინააღმდეგ მოხდა, იყო ხელისუფლების დანაშაული, შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გირგვლიანის წინააღმდეგ შეთქმულებაზე ხელის დაფარება არავის არგებს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, არის თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ე.წ. გირგვლიანის შესწორებები მიმართული პრეზიდენტის შეწყალების უფლების წინააღმდეგ. 

"მე ცოტა ხნის წინ ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ეს გამოსვლა დაემთხვა (თუ როგორ იყო, არ ვიცი), გირგვლიანის მკვლელობის 12 წლისთავს. მან ძალიან ამაყად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ის მართალია ამ საქმეში. ამის წაქეზება დაემთხვა იმ ყველაფერს, რაც მანამდე ვიხილეთ, როდესაც საუბარი იყო შეწყალების გამო მიხეილ სააკაშვილის დასჯის დაუშვებლობაზე. ის, რაც მოხდა სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ, იყო ხელისუფლების ძალიან დიდი დანაშაული. ეს იყო შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებისთვის ხელის დაფარება არავის არგებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
29 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელების დასჯა მოითხოვა. ევროპულმა საქართველოს წევრმა და დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ "გირგვლიანის შესწორებებს" ხელისუფლების მორიგი ფარსი უწოდა. მისი თქმით, ქართული ოცნება სისხლის სამართლის კოდექსს ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ 29 იანვარს თქვა, რომ "ქართული ოცნება" იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას. მდინარაძის თქმით, ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება „გირგვლიანის შესწორებები” ერქმევა.
28 იანვარს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

Monday, January 29, 2018

გლდანის ციხის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ბრალდებას უარყოფს

პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები იკითხებიან. ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზაზა ხარაიშვილმა დანაშაული უარყო და განმარტა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების მეორე კორპუსში მუშაობდა და მას შეხება არ ჰქონია მესამე კორპუსთან, სადაც გამოძიების ვერსიით პატიმრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მან ასევე უარყო კავშირი დანარჩენ ბრალდებულებთან. პროცესი ბრალდებულების დაკითხვით გრძელდება. 
21 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩადენილი დანაშაულის გამო 5 პირი დააკავეს. 
პროკურატურის მიერ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია პენიტენციური სისტემის 72 თანამშრომლის მიმართ, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების 8 დირექტორისა და 7 დირექტორის მოადგილის მიმართ. 
უწყების მტკიცებით, ყველა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ეპიზოდი ჩადენილია 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მთავარი სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით  დააკავეს. 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ სატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო, ერთ-ერთ მეწარმეს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის სახით ჯამში 2 500 ლარი მოსთხოვა. აქედან 1 000 ლარი ბრალდებულმა მეწარმეს წინასწარ გამოართვა. 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა, დაშავდა სამი ადამიანი

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, შედეგად სამი ადამიანია დაშავებული. ინფორმაცია imedinews-ს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიცია მუშაობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში და 2017 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4,7 % იყო. 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური  ზრდა წინასწარი შეფასებით 4,8 %-ია.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის,
ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/