Pages

Friday, November 30, 2018

9 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ა.ე. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 2 მარტს, საღამოს საათებში, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ე.-მ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი 9 წლის გოგონა ძალის გამოყენებით თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში განთავსებულ ავტოფარეხებთან მიიყვანა და ძალადობით ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ქმედება. 
„სამართალდამცველებმა ა.ე. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“  ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა"-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ე. დამნაშავედ ცნო და 16 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
imedinews.ge

შსს: მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ახალი კანონის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, კერძოდ:
• იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;
• ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
• ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაულია;
• მარიხუანის მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
• მარიხუანის მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;
• გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
• სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.
კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია.
imedinews.ge

თბილისში საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი გაიმართა

თბილისში საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 12 ავსტრიული კომპანია ჩამოვიდა, რომლებიც ძირითადად ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის სექტორებს წარმოადგენენ.
ფორუმის მთავარი ორგანიზატორები ავსტრიის სავაჭრო პალატა (WKO) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ არიან.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ავსტრიული კომპანიების საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი გამოცდილების გაზიარება და პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაა. შესაბამისად, გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს, რომლებიც შესაბამის სფეროებში სპეციალიზდებიან, საშუალება ექნებათ მოლაპარაკებები აწარმოონ ინტერესის სფეროს შესაბამის ავსტრიულ კომპანიასთან და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.
imedinews.ge

ვინ იქნებიან სალომე ზურაბიშვილის გუნდის წევრები

სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი გუნ­დის და­კომ­პლექ­ტე­ბა და­ი­წყო.
„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მისი სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი­დან რამ­დე­ნი­მე პი­რის გა­დაყ­ვა­ნას გეგ­მავს.
რო­გორც სა­ა­გენ­ტოს­თვის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, იმ პი­რებს შო­რის, რო­მელ­თაც არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თარ გუნდში მო­ი­აზ­რებს, არი­ან: ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ლაშა ჟვა­ნია, შიდა ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი კახა სამ­ხა­რა­ძე და მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი სი­მონ პეტ­რე­დი­სი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შტაბ­ში მუ­შა­ობ­დნენ, მათ შო­რის უშუ­ა­ლოდ კახა სამ­ხა­რა­ძე რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შტაბს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.
ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კახა სამ­ხა­რა­ძის­თვის რე­გი­ო­ნე­ბის მცხოვ­რებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის, სი­მონ პედ­რე­დი­სის­თვის კი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­კი­თხე­ბის ჩა­ბა­რე­ბას გეგ­მავს.
რო­გორც აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­გან მათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ჯერ არ მი­უ­ღი­ათ. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლაშა ჟვა­ნი­ას თქმით, მსგავ­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს სა­კი­თხი არა მან, არა­მედ პატ­რი­არ­ქმა უნდა გა­და­წყვი­ტოს.
„თქვენ იცით, რომ ვარ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ამი­ტომ ასე­თი რამ ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის. ეს, ალ­ბათ, უფრო პატ­რი­არ­ქსა და პრე­ზი­დენტს შო­რის შე­თან­ხმე­ბით უნდა გა­და­წყდეს. რო­დე­საც მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ 2010 წელს დამ­ნიშ­ნა თა­ვი­სი ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლად, მა­შინ ვთქვი, რომ არც ჩემი ნე­ბით დავ­ნიშ­ნულ­ვარ და ჩემი ნე­ბი­თაც არ წა­ვალ. ეს მისი უწ­მინ­დე­სო­ბის გა­და­სა­წყვე­ტია,“ - გა­ნა­ცხა­და ლაშა ჟვა­ნი­ამ.
შიდა ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი კახა სამ­ხა­რა­ძე კი აცხა­დებს, რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ ყო­ფი­ლა და ამა­ზე ამ ეტაპ­ზე ვერ ისა­უბ­რებს.
რაც შე­ე­ხე­ბა სი­მონ პეტ­რე­დისს, მისი თქმით, იგი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რია და სა­დაც დას­ჭირ­დე­ბა, იქ და­ეხ­მა­რე­ბა.
„ჩემ­თვის არ უთ­ქვამს თვი­თონ სა­ლო­მეს არა­ფე­რი და ვნა­ხოთ. მე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რი ვარ და რაც იქ­ნე­ბა ვნა­ხოთ. მე ვმე­გობ­რობ სა­ლო­მეს­თან და სა­დაც დავ­ჭირ­დე­ბი, რა თქმა უნდა, იქ მი­ვეხ­მა­რე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და სი­მონ პეტ­რე­დის­მა.
ამას­თან, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა, შე­საძ­ლოა, ლაშა ჟვა­ნი­ამ ან ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა და­ი­კა­ვონ.
რო­გორც სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სწო­რედ ჟვა­ნი­ას და გი­ორ­გო­ბი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რებს გა­ნი­ხი­ლავს.
რო­გორც ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მას ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია. მისი თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გუნდში ყოფ­ნას შეს­თა­ვა­ზე­ბენ, კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ივ­ლის.
"ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ჯერ არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა თუ იქ­ნე­ბა, კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ვივ­ლი. მე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გვერ­დით ვი­ყა­ვი თა­ვი­დან­ვე და მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბი ბო­ლომ­დე," - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა.
ambebi.ge

ვინ მოხვდა ვალების განულების სიაში - ვებგვერდი, რომელიც მზად 3 დეკემბერს უნდა ყოფილიყო, ჯერ ვერ ამოქმედდება

ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ მოხვდნენ თუ არა ვალების განულების სიაში, შესაძლოა 3 დეკემბრამდე მზად არ იყოს. 

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ერთიანი ბაზა გაკეთდება და 3 დეკემბრიდან უკვე მზად იქნებოდა ვებგვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა თავისი მონაცემები შეეყვანა და ენახა მოხვდა თუ არა დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში.
თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფონდ „ქართუში“ განუცხადეს, ვებგვერდი ჯერ მზად არ არის, რადგან სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან კონკრეტული მევალეების სია ჯერ არ მიუღიათ. 

„ვებგვერდს ვამზადებთ, 
თუმცა, მისი შინაარსით შევსება დამოკიდებულია კომპანიებზე, რომლებმაც უნდა მოგვაწოდონ კონკრეტული სიები და ველოდებით. მთავარია კონტენტი მივიღოთ, რის შემდეგაც ვებგვერდს ძალიან მალე გავააქტიურებთ,“-აღნიშნავენ ფონდში. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი შეეხება თუ არა ვალების განულების ეს აქცია „ვივუსის“ მსესხებლებს. როგორც ცნობილია, „ვივუსთან“ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რომ ფონდ „ქართუს“ სასესხო დავალიანები მათგანაც შეესყიდა. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფონდში განუცხადეს, „ვივუსთან“ შეთანხმება ჯერ კიდევ არ მომხდარა. ფონდში არ აკონკრეტებენ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს თუ არა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციასთან თუ „ვივუსთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

შეგახსენებთ, რომ დავალიანებების ჩამოწერა დაახლოებით 600 
ათას ადამიანს შეეხება. ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და სრულად ჩამოიწერება 31 დეკემბრის ჩათვლით.

თაია არდოტელი
bpn.ge

ეკა გიგაურმა შესაძლოა გოგა ხაინდრავას სტრასბურგში უჩივლოს

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება. როგორც გიგაური წერს, მან შესაძლოა სამართლებრივი დავა სტრასბურგში განაგრძოს.
“დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვებრძოდი და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა მქონოდა, სასამართლოში მაინც წავედი, რადგან ჩემთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა.
რეალურად კი რა მოხდა - სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში ივანიშვილმაც, წულუკიანმაც და ყველა მათმა სატელიტმა შეიძლება საჯაროდ, ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე დაგაბრალოს დანაშაული და სასამართლომ თქვას, რომ ეს მათი აზრია. მერე მიხვიდე პროცესზე, დაამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩაგიდენია და პროცესი მაინც წაგაგებინონ.
აქ პრობლემა ეკა გიგაურია - ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც", - წერს გიგაური.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორის, ეკა გიგაურის მიერ რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ხაინდრავას განცხადებით 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში ეკა გიგაურის მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები განადგურებულია. ყოფილი მაღალჩინოსნები კი დაადასტურებენ, რომ პრემიები სასაზღვრო პილიციის თანამშრომლებმა 7 ნოემბრის დარბევიდან რამდენიმე დღეში მიიღეს, ხოლო ამავე პერიოდში ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება დარბევის წახალისებითვის მიენიჭა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში 2017 წელს უჩივლა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა გიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება.
imedinews.ge

NATO-ს ალტერნატივა არ აქვს, აგრესორ რუსეთთან კი მარტოდ დარჩენა შეუძლებელია - რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან

ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ხე­დავს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის იმ დო­ნეს, რო­მელ­საც ნატო უზ­რუნ­ველ­ყოფს, ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.
ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, ხომ არ ფიქ­რობს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­პი­რე­ბე­ბის­გან და­ი­ღა­ლა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: “არა, ასე არ არის. თუმ­ცა არა ნატო-სგან, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ჩვენ ამის კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ვხე­დავთ. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა იცის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნატო-ს წევ­რე­ბი არ ვართ, უსაფრ­თხო­ე­ბის იმ დო­ნეს, რომ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ნატო-ს შე­უძ­ლია, ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
მი­სი­ვე თქმით, რაც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, ქარ­თველ ხალ­ხს იმ აზ­რის­კენ უბიძ­გებს, რომ უფრო მეტი ნატო გვჭირ­დე­ბა და არა ნაკ­ლე­ბი. “ასე რომ, არ ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ ევ­რო­პე­ლებს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, ვინც ევ­რო­პით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია. პი­რი­ქით, ისი­ნი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ უფრო და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან ევ­რო­პას”, - დას­ძი­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სე­თის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა."იმ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ახ­ლაა, რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია რუ­სეთ­თან მარ­ტოდ დარ­ჩე­ნა. ამი­ტო­მაც ჩვენ უფრო ახ­ლოს უნდა ვი­ყოთ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან და ისი­ნი ჩვენს გვერ­დით და ზურგს უკან უნდა იყ­ვნენ. მო­მა­ვალ­ში ჩვენ დი­ა­ლო­გი უნდა ვა­წარ­მო­ოთ, მაგ­რამ ეს მარ­ტო არ უნდა ვქნათ. ეს სა­ერ­თო დი­ა­ლო­გის ნა­წი­ლი უნდა იყოს. თუ ეს მოხ­დე­ბა, ეს ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით უნდა მოხ­დეს. ჩვენ უნდა შე­ვი­მუ­შა­ვოთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია და შე­ვა­თან­ხმოთ ის ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან. თუ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის­კენ სვლას და­ი­წყე­ბენ, ჩვენ უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გვერ­დზე არ და­ტო­ვეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრინ­ცი­პე­ბი - სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ნა­წი­ლია და სა­ი­მე­დოდ და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ევ­რო­პუ­ლი პო­ზი­ცია უკა­ვია და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის სა­ხით რუ­სეთ­თან დი­ა­ლოგს და­ი­წყე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო გვერ­დზე არ დარ­ჩე­ბა.
“იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა ხდე­ბა ოკუ­პა­ცი­ის ხაზ­ზე, სა­დაც ხალ­ხს იტა­ცე­ბენ და ეს ხაზი ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში გად­მო­დის, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თუ რო­გორ იქ­ცე­ვა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არ მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს იმას ნიშ­ნავ­დეს, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია პირ­და­პირ ახლა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე გა­და­ვი­დეთ”, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ის­რა­ე­ლის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ის­რა­ე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რი და მო­კავ­ში­რეა.
„ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­რო და ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს. ის­რა­ე­ლი ყო­ველ­თვის მხარს გვი­ჭერ­და. ის­რა­ელ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ეს ორი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც უწევს თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია ყო­ველ­თვის იყო ბრძო­ლა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და დაც­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს დას­ჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი პარტნი­ო­რე­ბი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდის­თვის და ეს ის სფე­როა, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია ჩვენს ის­რა­ე­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა.
"მე­ეჭ­ვე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მივ­ცე. პირ­ველ რიგ­ში სა­ჭი­როა იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ში გარ­კვე­ვა, რო­მე­ლიც მის წი­ნა­აღ­მდე­გაა აღ­ძრუ­ლი და ეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხი არაა, არა­მედ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის სა­კი­თხია უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა”, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­ში­რი და­კარ­გა.
“აშ­კა­რა პრობ­ლე­მაა მის გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მან გუ­შინ და დღეს გა­ა­კე­თა. ის მო­უ­წო­დებ­და პო­ლი­ცი­ე­ლებს და სამ­ხედ­რო­ებს ვი­ღა­ცის მხა­რე და­ე­ჭი­რათ. მან და­კარ­გა კავ­ში­რი ამ ქვე­ყა­ნას­თან. ის დღეს უცხო­ე­ლია, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ხალ­ხს ვი­თა­რე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს. ამ ქვე­ყა­ნას არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა არ სჭირ­დე­ბა. ხმე­ბი, რო­მე­ლიც ხალ­ხმა გუ­შინ მის­ცა - ეს სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის მი­ცე­მუ­ლი ხმე­ბია”, - დას­ძი­ნა მან.
სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა უკვე მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თმა ლი­დერ­მა მი­უ­ლო­ცა, მათ შო­რის ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა კერ­სტი კა­ლი­უ­ლა­იდ­მა, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა, ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალ­ქსან­დრე ლუ­კა­შენ­კომ, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა მა­რია ფერ­ნან­და ეს­პი­ნო­სამ და სხვებ­მა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე არ­ჩე­ვას მი­ე­სალ­მე­ბა ასე­ვე თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.
აშშ ელო­დე­ბა მუ­შა­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლად არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენ­ტთან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან, რათა გაგ­რძელ­დეს მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან ორ­მხრივ და რე­გი­ო­ნულ სა­კი­თხებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ კი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და.
"მათ შო­რის უნდა აღ­ვნიშ­ნოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში", - დას­ძი­ნა მან.
ambebi.ge

რამოსი:„ეს არ არის ბარსელონელების საქმე“

სერხიო რამოსმა გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც დავიდ ვილიას „რეალში“ ტრანსფერს ეხება...

„დავიდი ჩემი უახლოესი მეგობარია და თუ ტრანსფერი მართლაც შედგება, ძალიან გამიხარდება. ეს არ არის კატალონიელების საქმე. ვილია „ბარსელონაში“ წლების წინ თამაშობდა და ახლა სულ სხვა კლუბს ეკუთვნის.“

„დავიდი კარგად იცნობს „რეალის“ ფეხბურთელებს, ჩვენთან ხომ უამრავი ესპანელი გამოდის. თუ ტრანსფერი შედგება, ვილიას ადაპტაცია არ გაუჭირდება.“
Halamadrid.ge

საქართველოს ეკონომიკა ოქტომბერში 6.7%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 6,7 პროცენტი შეადგინა.
ასევე 2018 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,1 პროცენტს შეადგენს.წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის და მშენებლობის დარგებში.

ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს მეგობრობისა და კარგი მეზობლობის ტრადიციული ურთიერთობა აკავშირებთ. მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ურთიერთნდობისა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და მომავალ წლებში წარმატებით განვაგრძობთ ყველა სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილს მანამდე არჩევნებში გამარჯვება საქართველოს კიდევ ერთმა მეზობელმა სომხეთმა მიულოცა. სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა ისტორიული მოვლენაა.
სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიულოცეს. 
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვლმა მოიპოვა. საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 
imedinews.ge

Thursday, November 29, 2018

ორი ექსმინისტრი, რუსეთის "აგენტურა" და სააკაშვილის ჩრდილი" - რას წერს რუსული მედია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

ხმა­უ­რი­ა­ნი და და­ძა­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ცეს­კოს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გრი­გოლ ვა­შა­ძემ ხმა­თა 40.48% მი­ი­ღო, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კი - 59.52%. სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალს რუ­სუ­ლი მე­დია, რო­მელ­საც ორი­ვე კან­დი­დატ­თან და­კავ­ში­რებ თა­ვი­სე­ბუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია.
"ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა - სა­ა­კაშ­ვი­ლი არ ჩა­მო­ვა" - წერს Газета.Ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ორი დიპ­ლო­მა­ტის შერ­კი­ნე­ბა­ში, რო­მელ­თაც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მთა­ვარ ბრალ­დე­ბად "პრო­რუ­სუ­ლო­ბას" უყე­ნებ­და, ემიგ­რა­ცი­ა­ში გაზ­რდილ­მა, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა.
"მისი ოპო­ნენ­ტიც დიპ­ლო­მა­ტია, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურს უძღვე­ბო­და. მისი და­მარ­ცხე­ბით, ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბას წერ­ტი­ლი და­ეს­ვა.
გრი­გოლ ვა­შა­ძე, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის კან­დი­და­ტი იყო, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და და აქა­უ­რი მო­ქა­ლა­ქო­ე­ბაც ჰქონ­და. მან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კარ­გი კა­რი­ე­რაც გა­ი­კე­თა. მისი მე­უღ­ლე, ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რი­ნა ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, ასე­ვე დიდი ხანი ცხოვ­რობ­და რუ­სეთ­ში და მოს­კო­ვის დიდ თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობ­და", - წერს გა­მო­ცე­მა.
მა­თი­ვე თქმით, ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, შეძ­ლებს თუ არა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის 2008 წლის ომის შემ­დეგ შე­წყვე­ტი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას.
"ბოლო ხა­ნებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბა კულ­ტუ­რულ, ტუ­რის­ტულ და სხვა სა­ხის საქ­მი­ან სფე­რო­ებ­ში. ორი­ვე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლობ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­ხის კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. მხა­რე­ე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ას კონ­ფლიქ­ტის სა­კი­თხებ­ში. არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რაც იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, ვნა­ხოთ რა მოხ­დე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში", - წერს Газета.Ru.
tvrain.ru-ის ცნო­ბით, "სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბულ­მა ფრან­გმა დიპ­ლო­მატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც რუ­სუ­ლი არ იცის, მაგ­რამ მა­ინც პრო­რუ­სუ­ლო­ბას აბ­რა­ლე­ბენ. მას მხარს უჭერს ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". ვნა­ხოთ, რას ნიშ­ნავს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა რუ­სე­თის­თვის", - წერს ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა.
Novayagazeta.ru-ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ის თა­ნახ­მად (სა­თა­უ­რით: "კრემ­ლის დამ­ბე­ზღებ­ლე­ბი" Наводка - кремлевская), ორი­ვე კან­დი­და­ტის პი­არ­კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლი იყო ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბით, აგე­ბუ­ლი იყო მოს­კო­ვის მი­მართ ლო­ი­ლა­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე.
"ორი­ვე მათ­გა­ნი, თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და. გრი­გოლ ვა­შა­ძის მხარ­დამ­ჭრე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აგენ­ტო­ბას ხსნიდ­ნენ მისი გან­ცხა­დე­ბით, რომ 2008 წელს ომი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ი­წყო, ხოლო ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბი ვა­შა­ძეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ წლებს უხ­სე­ნებ­დნენ; აგ­რეთ­ვე იმას ახ­სე­ნებ­დნენ, რომ მან პო­ლი­ტექ­ნო­ლო­გია ვი­ტა­ლი შკლი­ა­როვს ანდო, რო­მე­ლიც ადრე ქსე­ნია სობ­ჩაკ­თან თა­ნამმშრომ­ლობ­და", - წერს გა­მო­ცე­მა.
Novayagazeta.ru 21-23 ნო­ემ­ბრის ამ­ბებ­საც ეხე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი "პა­ე­მა­ნი მოს­კოვ­თან" იმარ­თე­ბო­და, თუმ­ცა "სკან­და­ლის გარ­შე ვერ ჩა­ი­ა­რა", რად­გან რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე, მათ შო­რის Ералаш-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბო­რის გრა­ჩევ­სკი, მწე­რა­ლი ვიქ­ტორ ერ­ო­ფე­ე­ვი და ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი ვლა­დი­მირ პი­როჟ­კა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე არ შე­მუშ­ვეს.
"მოგ­ვი­ა­ნე­ბით, არ შემ­დგა­რი ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "კე­თი­ლი მი­სი­ით" ჩა­დი­ო­და. ეტყო­ბა, პი­როჟ­კას არ უფიქ­რია, რომ ახლა რუ­სებ­თან პა­ე­მან­ზე არც ისე ბევ­რი ქარ­თვე­ლი და­დის", - წერს Novayagazeta.ru.
"ორი ექსმი­ნის­ტრი და სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩრდი­ლი" - ამ სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს TASS.RU. გა­მო­ცე­მა, გრი­გოლ ვა­შა­ძის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს, "რაც ქვე­ყა­ნა­ში კარ­დი­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევ­და".
"ვა­შა­ძე, რო­მელ­მაც სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა და­ა­ა­ნონ­სა, მას­თან რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბით არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 2006 წელს, მის­მა მე­უღ­ლემ, რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტმა, ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი, ნი­კო­ლო­ზი მო­ნათ­ლა. ამ ოდი­ო­ზუ­რი პო­ლი­ტი­კო­სის ან­გა­რიშ­ზეა 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" და 2008 წე­ლის ცხინ­ვალ­ზე თავ­დას­ხმა და მის დაბ­რუ­ნე­ბას, შე­იძ­ლე­ბო­და რეს­პუბ­ლი­კა­ში მო­რი­გი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ეწ­ვია", - წერს გა­მო­ცე­მა
ambebi.ge

FIFA-ს ახალი რეიტინგით საქართველოს ნაკრები 3 პოზიციით დაწინაურდა


საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განახლებული რეიტინგი დღეს გამოაქვეყნა, რის თანახმადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 89-ე ადგილზე იმყოფებოდა.
ოქტომბრის რეიტინგში ჩვენი გუნდი 92-ე პოზიციას იკავებდა.ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩი გამართა, ანდორასთან ფრედ 1:1 ითამაშა, ყაზახეთი კი 2:1 დაამარცხა და ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლია. 
რაც შეეხება FIFA-ს რეიტინგის ლიდერებს, პირველ ადგილს ბელგია იკავებს, მეორე საფრანგეთია, მესამე პოზიციაზე ბრაზილისს ეროვნული ნაკრები იმყოფება, მეოთხე ხოვატიაა, ინგლისელები კი რეიტინგში მეხუთე ადგილზე არიან.
imedinews.ge

ანატოლი ბიბილოვი: მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვა არჩევნებში. ბიბილოვის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რადგან ის საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ანატოლი ბიბილოვი ფიქრობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა ხელისუფლებაში, სალომე ზურაბიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე, რადგან ისინი არ აღიარებენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
"არცერთ მათგანს არ აქვს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დალაგების სურვილი", - თქვა ბიბილოვმა. 
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) აიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი ამომრჩეველთა 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი.
28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

უკრაინა რუსული გემებისთვის ბოსფორის სრუტის დახურვას მოითხოვს

უკრაინა მსოფლიო საზოგადოებას რუსული გემებისთვის ბოსფორის სრუტეში გასვლის აკრძალვას სთხოვს. ეს რუსეთის მიერ უკრაინული გემების დაკავების პასუხი იქნება. ინფორმაციას გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს. 
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის იგორ ვორონკოვის თქმით, უკრაინა მონტრიოს კონვენციის 19-ე მუხლით იხელმძღვანელებს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობის საზღვაო წესების დარღვევას გულისხმობს. 
ვორონჩენკომ ასევე მიმართა საზოგადოებას აღიარონ ქერჩის სრუტის ინციდენტი, როგორც „უკრაინის მიმართ აგრესიული აქტი“.
25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი და 24 მეზღვაური დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.
26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
imedinews.ge

Wednesday, November 28, 2018

ვინ არის ბიჭი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე მის ოჯახთან ერთად გამოჩნდა

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ, ხმე­ბის 99,78 %-ის დათ­ვლის შე­დე­გად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იმარ­ჯვებს. მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რილ კან­დი­დატს ხმა ამომ­რჩე­ველ­თა 59,55 %-მა მის­ცა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დატ გრი­გოლ ვა­შა­ძეს კი 40,45 %-მა.
წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი შტა­ბი­დან პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ერ­თო და მო­ქა­ლა­ქე­ებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. მას­თან ერ­თად ბრი­ფინგზე იდ­გნენ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შვი­ლე­ბი: თე­ი­მუ­რაზ და ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი, ძმა - ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა - რე­ვაზ მა­ყაშ­ვი­ლი.მა­ყაშ­ვი­ლის ფი­გუ­რამ მე­დი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რად­გან ის აქამ­დე არ უნა­ხავთ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის გვერ­დით. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, რე­ვაზ მა­ყაშ­ვი­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტის და ჟურ­ნა­ლის­ტის ჯან­რი კა­ში­ას შვი­ლიშ­ვი­ლია. რე­ვა­ზი პუბ­ლი­ცის­ტის ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნანა კა­ში­ას ერ­თა­დერ­თი ვა­ჟია.
მა­ყაშ­ვი­ლი და გორ­ჯეს­ტა­ნე­ბი ერთი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან და მე­გობ­რო­ბენ. მათ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დებ­ზე უამ­რა­ვი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტოს ხილ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჯან­რი კა­ში­ას ქა­ლიშ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წილს, რო­მე­ლიც ყაზ­ბეგ­ში გა­ი­მარ­თა. ქორ­წი­ლის ფო­ტო­ებ­ში ჩო­ხა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი სი­ძის გვერ­დით, რე­ვაზ მა­ყაშ­ვილ­საც შე­ნიშ­ნავთ.რე­ვაზ მა­ყაშ­ვილს გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში, პა­რი­ზის პან­თე­ონ-ას­ა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ის იუ­რის­ტია და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს.
სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუ­ქი­დან"
ambebi.ge

უკრაინის პრეზიდენტი ნატოს მოუწოდებს აზოვის ზღვაში გემები გაგზავნოს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებს, აზოვის ზღვაში გემები გაგზავნოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ილაპარაკა.  ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი თქმით, პუტინს აზოვის ზღვრის ანექსირება სურს.
„ერთადერთი ენა, რომელიც პუტინს ესმის, ეს არის ერთიანი დასავლეთი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოროშენკომ უკრაინის ყველაზე ახლო მოკავშირედ გერმანია დაასახელა. მისი თქმით, 2015 წელს მინსკში გამართული მოლაპარაკებების დროს ანგელა მერკელმა უკრაინა „გადაარჩინა“. მან იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ახლაც მხარს დაუჭერს კიევს.
მანამდე გერმანიაში უკრაინის ელჩმა მოუწოდა ევროკავშირს და ნატო-ს, ქერჩის სრუტეში ვითარების დეესკალაციის პროცესში ჩაერიონ.
25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.
26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
imedinews.ge

სერგეენკო: უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება. სერგეენკოს განცხადებით, 60-მდე დასახელების წამალი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
„სექტემბერში უკვე გაფართოვდა, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. ახლა წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. მოსარგებლეთა ჯგუფები სავარაუდოდ იგივე დარჩება, თუმცა ძირითადი მიმართულება იქნება გაფართოება 23-დან 30-მდე და საბოლოო ჯამში 60 დასახელების მედიკამენტზე“,- განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, სისტემის მთავარი გამოწვევა დღეს ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა, რაც როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მიმართულებით პრობლემების გამომწვევია. მოქალაქეები საკუთარი ჯანმრთელობის გაღებული თანხის ნახევარს სწორედ მედიკამენტებში ხარჯავენ. 
imedinews.ge

საზღვარგარეთ გახსნილი 55 უბნიდან, 54-ის შედეგები ცნობილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საზღვარგარეთ გახსნილი 55 საარჩევნო უბნიდან 54-ის მონაცემები უკვე დათვლილია. ამ დროის შედეგების მიხედვით,  გრიგოლ ვაშაძემ 4 764 ხმა, სალომე ზურაბიშვილმა კი, 2 488 ხმა მიიღო. ამის შესახებ ცესკოში პრესკონფერენციაზე ითქვა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს შემდეგ უბნებზე:
ლატვია: დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 20 ხმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 15 ხმა.
ლიეტუვა: სალომე ზურაბიშვილი – 34 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 31 ხმა.
უნგრეთი: სალომე ზურაბიშვილი – 48 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 43 ხმა.
ბულგარეთი: სალომე ზურაბიშვილი – 8 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 7 ხმა.
კატარი: სალომე ზურაბიშვილი – 9 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 7 ხმა.
დანია: სალომე ზურაბიშვილი – 19 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 13 ხმა.
პორტუგალია: სალომე ზურაბიშვილი – 12 ხმა, გრიგოლ ვაშაძე -10 ხმა.
სლოვაკეთი: სალომე ზურაბიშვილი – 14 ხმა. გრიგოლ ვაშაძე – 13 ხმა,
იტალია: სალომე ზურაბიშვილი – 161 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 98 ხმა.
სომხეთი: სალომე ზურაბიშვილი – 57 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 18 ხმა.
ყაზახეთი: სალომე ზურაბიშვილი – 19 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 14 ხმა.
უზბეკეთი: სალომე ზურაბიშვილი – 17 ხმა, გრიგოლ ვაშაძე -13 ხმა.
ჩეხეთი: სალომე ზურაბიშვილი – 47 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 45 ხმა.
ჩინეთი: სალომე ზურაბიშვილი – 15 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 9 ხმა.
თანაბარი მაჩვენებელია ეგვიპტეში, სადაც სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ 7-7 ხმა მიიღეს.
გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს შემდეგ უბნებში:
ავსტრია: „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 143 ხმა, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 47 ხმა.
აზერბაიჯანის სამი უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 250 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 41 ხმა.
კანადა: გრიგოლ ვაშაძე – 15 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 8 ხმა.
ბელარუსი: გრიგოლ ვაშაძე – 82 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 32 ხმა.
ბელგია: გრიგოლ ვაშაძე – 139 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 118 ხმა.
გერმანია სამი უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 398 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 155 ხმა.
დიდი ბრიტანეთი: გრიგოლ ვაშაძე – 131 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 110 ხმა.
ესპანეთის ორი უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 377 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 168 ხმა.
ესტონეთი: გრიგოლ ვაშაძე – 78 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 30 ხმა.
თურქეთის სამი უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 389 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 150 ხმა.
ირლანდია: გრიგოლ ვაშაძე – 44 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 24 ხმა.
ისრაელი: გრიგოლ ვაშაძე – 187 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 119 ხმა.
კვიპროსი: გრიგოლ ვაშაძე – 55 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 14 ხმა.
მოლდოვა : გრიგოლ ვაშაძე – 22 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 11 ხმა.
ნიდერლანდები: გრიგოლ ვაშაძე – 56 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 28 ხმა.
პოლონეთი: გრიგოლ ვაშაძე – 58 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 29 ხმა.
საბერძნეთი ექვსი უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 1 346 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 611 ხმა.
საფრანგეთი: გრიგოლ ვაშაძე – 132 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 129 ხმა.
უკრაინა სამი უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 327 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 151 ხმა.
ქუვეითი: გრიგოლ ვაშაძე – 20 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 19 ხმა.
შვედეთი: გრიგოლ ვაშაძე  – 121 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 28 ხმა.
შვეიცარია: გრიგოლ ვაშაძე – 34 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 19 ხმა.
ნორვეგია: გრიგოლ ვაშაძე – 17 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 7 ხმა.
28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის  მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმების 59.55% ანუ 1 146 248 ხმა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 40.45% ანუ 778 464 ხმა აქვს.
ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 99.7%-ია.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge