Tuesday, February 11, 2014

კლასში 15 სექტემბრიდან 25 ბავშვზე მეტი აღარ იქნება

როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიიღო. 

“კვლევების საფუძველზე გადაწყდა, რომ კლასში 15 სექტემბრიდან 25 ბავშვზე მეტი აღარ იქნება. ახლა ეროვნულ სასწავლო გეგმაში გვიწერია, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 30 უნდა იყოს, თუმცა ეს შეიცვლება და გახდება 25. ჩვენ გავაკეთეთ შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნების წარმატებულ მოდელებთან და ვფიქრობთ, ეს იქნება წარმატებული ცვლილება. ახლა ვიწყებთ ეროვნული გეგმის რევიზიას და ის, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, გარკვეულ ცვლილებებს კიდევ განვახორციელებთ”, - განუცხადა “პირWელს” ლია გიგაურმა. 
http://pia.ge 

No comments:

Post a Comment