რუსი ექსპერტი, ევრაზიული კავშირის შექმნის ერთ-ერთი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი წერს, რომ პუტინმა ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ჩაერიოს თუ არა იმ პროცესებში, რომლებიც უკრაინაში განვითარდა.
ამასთან, დუგინის აზრით, სასწორზე, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის ბედი დევს და დღეს, როცა სოჭის ოლიმპიადა უკვე დახურულია, მსოფლიო ისტორიაში უმძიმესი ღამეა – პუტინის გადაწყვეტილების მოლოდინში:
„ოლიმპიადა დაიხურა. მადლობა ღმერთს. ახლა კი ველოდებით პუტინის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების არმიღება პუტინს არ შეუძლია. ამ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაზე უარი უკვე გადაწყვეტილება იქნება.
ნებისმიერი ქმედება ფატალურია. პუტინი არასდროს დგამდა ძალიან რადიკალურ ნაბიჯებს (ეს მაშინებს), მაგრამ ის არასდროს არაფერს თმობდა საბოლოოდ (ეს იმედს მინერგავს).
მოდი, სერიოზულად დავფიქრდეთ: მას შეუძლია ან შევიდეს სიტუაციაში, ესე იგი, უკრაინაში (გიგანტური რისკია, შეიცავს აშშ–სთან ბირთვული დაპირისპირების საფრთხეს), ან არ შევიდეს (ეს ქარიზმის გარანტირებულ რღვევას და ევრომაიდნის მოსკოვში გადმოტანას გამოიწვევს, აშშ–ის მიერ რუსეთის შემდგომი ოკუპაციით).
არაფერი პირადი: კონტინენტთა დიდი ომი. არა უშავს არჩევანს, არა? უკეთესია, ფეხებში ნუ გავებლანდებით და კარგად გავითავისოთ მომხდარის სიღრმე – კითხვის ნიშნის ქვეშ, არანაკლებ, რუსეთი დგას.
მიიღო თუ არა მან გადაწყვეტილება, მალე გავიგებთ და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. აი, ამ შემთხვევაში შევძლებთ სტრატეგიის განსაზღვრას. მანამდე კი ყველა თავის ადგილზე დაჯდეს, თუნდაც ქსელებში და მით უმეტეს, უკრაინაში.
მსოფლიო ისტორიის უმძიმესი ღამეა “, – წერს „კრემლის იდეოლოგად“ წოდებული რუსი პოლიტიკოსი.
fmabkhazia.com
No comments:
Post a Comment