ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ბარიერი 21 ქულიდან 24 ქულამდე აიწევს. ამის შესახებ ბათუმის "შერატონში" ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებით ალბათობით შემოხაზვის შედეგად საგნის ბარიერის გადალახვის ფაქტები გამოირიცხება. მისივე თქმით, ზოგადი უნარების ტესტის ზოგიერთ ნაწილში 4 სავარაუდო პასუხის ნაცვლად, აბიტურიენტებს შეთავაზებული 5 პასუხი ექნებათ.
მიმინოშვილმა არჩევით საგნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცადა, რომ მათ კიდევ ერთი საგანი, ხელოვნება დაემატება.
მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი 20 თებერვალს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება.
რაც შეეხება საატესტატო გამოცდებს, მე-12 კლასელები დარჩენილ ოთხ გამოცდას მაისში ჩააბარებენ. გამოცდა ქართულში, ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში ჩატარდება. ივნისის თვეში კი მე-11 კლასელები ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ფიზიკის გამოცდებს ჩააბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები, სავარაუდოდ, ივნისის ბოლო კვირაში დაიწყება. წელს უმაღლეს სასწავლებლებს აბიტურიენტების მისაღებად კონკურსი 45 ათასზე მეტ ადგილზე აქვთ გამოცხადებული.
news.ge
No comments:
Post a Comment