Friday, October 17, 2014

9 მოტივაცია იმისათვის, რომ დაიწყოთ სირბილი

9 მოტივაცია იმისათვის, რომ დაიწყოთ სირბილი
სირბილი - ეს არის შეუცვლელი და უფასო საშუალება იმისათვის, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. ძველი ბერძნები ამბობდნენ: "გინდა იყო ძლიერი - ირბინე, გინდა იყო ლამაზი - ირბინე, გინდა იყო ჭკვიანი - ირბინე."

1. სირბილი შესანიშნავი ვარჯიშია გულისა და სისხლძარღვებისთვის, თქვენი გული ძლიერდება.

2.
 სირბილის დროს სისხლი ივსება ჟანგბადით, შემდეგ ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ხვდება სხვადასხვა ორგანოში და მთლიანად აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას.


3
. მთელი დღის განმავლობაში სტრესი და დაღლილობა იპყრობს ჩვენს ორგანიზმს. იმისათვის, რომ დაღლილობისგან გავთავისუფლდეთ, აუცილებელია გავოფლიანდეთ, სირბილი კი საუკეთესოდ ართმევს თავს ამ ამოცანას.


4.
 სირბილის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი - ენდორფინი. როცა ჰორმონების დონე სისხლში მატულობს, ადამიანს ეიფორიის მსგავსი შეგრძნება ეუფლება, დეპრესია უკან იხევს.


5. 
სირბილი ტვინის მუშაობას უწყობს ხელს. ხშირად სწორედ სირბილის დროს მოგვდის თავში იდეები, როგორ გადავჭრათ ესა თუ ის პრობლემა. 


6.
 სირბილი ამაგრებს იმუნიტეტს. სისხლში იზრდება ჰემოგლობინის დონე და დაბლა იწევს ქოლესტერინი, რაც ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. სირბილის დროს უმჯობესდება მეტაბოლიზმი და იწვება ცხიმი.


7.
 თქვენ შეგიძლიათ ირბინოთ ნებისმიერ დროს! დილით სირბილი გვეხმარება კონცენტრაციაში და სამუშაოდ განგვაწყობს. საღამოს სირბილი კი, არეგულირებს წნევას, გვიქრობს მადას და აწესრიგებს ძილს.


8.
 სირბილი აუმჯობესებს თირკმლისა და ღვიძლის მუშაობას.


9
. რეგულარულად სირბილი დადებით გავლენას ახდენს კუნთებსა და ძვლებზე. განსაკუთრებით სასარგებლოა სირბილი ამ შემთხვევაში ასაკოვანი ადამიანებისთვის

No comments:

Post a Comment