Wednesday, October 15, 2014

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც DAAD-ის წარმომადგენელი იაკობ ჰედერიხი უძღვებოდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენელი იაკობ ჰედერიხი უძღვებოდა.

საინფორმაციო შეხვედრაზე განხილული იქნა გერმანიაში სწავლასა და კვლევასთან დაკავშირებული საკითხები, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აგრეთვე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.

აღნიშნულ პროექტში  მონაწილეობის მსურველებს მოეთხოებათ გერმანული ან ინგლისური ენების კარგი ცოდნა. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 2014 წლის 31 ოქტომბერი. მისამართი: ზანდუკელის ქუჩა 16. გოეთეს ინსტიტუტის შენობაში.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://ic.daad.de/tbilissi/


No comments:

Post a Comment