ილიაუნიში მომხდარი უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მაკა წივწივაძე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოლიციას ყოფილი ქმრისგან დაცვას სთხოვდა. როგორც ცნობილია წივწივაძეს ყოფილი მეუღლე განქორწინების შემდეგ მობილურ ტელეფონზე მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.
წყვილი ერთმანეთს თვენახევრის წინ დაშორდა. ეს წივწივაძისთვის მეორე ქორწინება იყო, რომელიც ეჭვიანობის მიზეზით განქორწინებით დასრულდა.
ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის, მკვლელობა სცადა.
Prime Time News-ის ინფორმაციით ყოფილმა ქმარმა, ცოლი ლექციიდან გამოიყვანა და გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ამჟამად დაჭრილი, მაკა წივწივაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ და აღნიშნავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
No comments:
Post a Comment